20-გზის დიდი სლემის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მას შთააგონებს. კლასიფიკაციის ლიდერის თქმით, ეს სპორტსმენი ზლატან იბრაჰიმოვიჩია.
"იბრაჰიმოვიჩი წარმოუდგენელი ფეხბურთელია. ის ჩემი შთაგონების წყაროა. 40 წლისაა და დღემდე მაღალ დონეზე თამაშობს", - განაცხადა სერბმა.
შეგახსენებთ, შვედმა ფეხბურთელმა "როსონერისთან" ერთად ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 შეხვედრა ჩაატარა, თავი 8 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა.
ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ სკანდინავიელი სპორტსმენი, დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით
"მოხუცები" ჯერ კიდევ ადგილზე ვართ..." - ჯოკოვიჩი ტურში ძალების ბალანსს აფასებს