თრილერი - ნადალმა ჯოკოვიჩი 4-საათიან მარათონში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი (5) და ნოვაკ ჯოკოვიჩი (1) დაუპირისპირდნენ. 4:12-საათიანი თრილერი ესპანელის გამარჯვებით, 6:2 4:6 6:2 7:6 დასრულდა.

მანამ, სანამ მატჩის მიმოხილვაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ჩოგბურთის ისტორიაში ეს მატჩი იყო პირველი, რომელშიც მონაწილეობდნენ მოთამაშეები, რომლებსაც ATP ტურში 1000-ზე მეტი შეხვედრა ჰქონდათ მოგებული; ამასთან ერთად, დიდი სლემის ტურნირზე 300 და მეტი გამარჯვება ჰქონდათ ნაზეიმები.

რაც შეეხება უშუალოდ დაპირისპირებას, რაფამ ბრწყინვალედ დაიწყო, 5 გეიმის შემდეგ კი ორბრეიკიანი უპირატესობა ჰქონდა და სეტიც ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

"მატადორმა" მეორე სეტიც ბრწყინვალედ
დაიწყო, ნოვაკის ჩაწოდება ორჯერ მოიპარა და 3:0 დაწინაურდა, თუმცა სერბმა დიდოსტატმა 3 ბრეიკი შემოგვთავაზა და ჩამორჩენა აღმოფხვრა.

მესამე სეტში "რაფამ" ანგარიში 4:1 წაიყვანა და კიდევ ერთხელ დაწინაურდა, მეოთხე სეტში კი დამსწრე საზოგადოებამ ნამდვილი თრილერი იხილა.

ჯოკოვიჩი ბრეიკიანი უპირატესობით დაწინაურდა, მე-9 გეიმში სეტზე ჩაწოდების უფლებაც, 2 სეტ-ბოლიც მიიღო, თუმცა ესპანელმა ბოლომდე იბრძოლა და ნოვაკის ჩაწოდება მოიგო. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც 6:1 დაწინაურდა. კლასიფიკაციის ლიდერმა გაიბრძოლა, ზედიზედ 3 გათამაშება თავის სასიკეთოდ დაასრულა, თუმცა, საბოლოოდ, "მატადორმა" მატჩი ბრწყინვალე "ბექჰენდით" დახურა.

ამრიგად, ნადალი "როლან გაროსის" ნახევარფინალში გავიდა, სადაც ალექსანდრ ზვერევს (3) შეხვდება. გერმანელმა ჩოგბურთელმა კარლოს ალკარას გარფია (6) 6:4 6:4 4:6 7:6 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული