
ქალთა ჩოგბურთის ყოფილმა პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა რაფაელ ნადალი შეაქო.
"მთელი ამ დროის განმავლობაში მე ყოველთვის რაფას გულშემატკივარი ვიყავი. წლევანდელ სეზონში ესპანელი ჩემთვის ინსპირაცია იყო", - განაცხადა სერენამ.
შეგახსენებთ, "მატადორმა" ამ კალენდარულ წელიწადს 2 დიდი სლემის, ავსტრალიისა და საფრანგეთის ღია პირველობის მოგება მოახერხა, დღეს, 27 ივნისს კი, უიმბლდონის ტურნირი დაიწყება. რამდენად მოახერხებს ესპანელი ზედიზედ მესამე დიდი სლემის მოგებას, ამას ერთად ვნახავთ.