23-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა და ქალთა თანრიგში მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა სოციალურ ქსელში ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წერილი გამოაქვეყნა.
"რწმენა ჩემი შინაგანი ძალაა. როდესაც მიზანი არის მიაღწიო იმას, რაც აქამდე არ გაგიკეთებია, მაშინ უნდა გჯეროდეს, რომ შეგიძლია გადალახო ნებისმიერი გამოწვევა" - წერს უილიამსი.
შეგახსენებთ, უიმბლდონის 2022 წლის გათამაშებაში ამერიკელი ჩოგბურთელი ტურნირს პირველივე წრიდან გამოეთიშა, ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 7-გზის ლაურეატ ფრანგ არმონ ტანთან 5:7 6:1 6:7 დამარცხდა.
მომზადებულია Championat-ის მიხედვით