23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში სერენა უილიამსი აილა ტომლიანოვიჩთან 5:7 7:6 1:6 დამარცხდა.

როგორც ცნობილი იყო, ამერიკელი ჩოგბურთელი ამ ტურნირის შემდეგ კარიერას დაამთავრებდა, ასეც მოხდა:

"ჯერ კიდევ შემიძლია, თუმცა გაცილებით მეტია საჭირო, ახლა მზად ვარ გავხდე კარგი დედა და შევისწავლო სერენას ახალი ვერსია. ხვალ აუცილებლად დავისვენებ, შემდეგ კი დროს ჩემს ქალიშვილთან ერთად გავატარებ, კი ყოველთვის ჩემს გვერდითაა, თუმცა ჩემი კარიერიდან გამომდინარე, ნამდვილად უჭირს.

წინ ასეთი ნათელი მომავალი მელის, ამასთან ერთად პანდემია დამეხმარა, რომ დამენახა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ჩოგბურთს იქით".

ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა 1995 წელს დაიწყო, ჯამში 1014 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 858-ში გაიმარჯვა, მოიგო 73 ტიტული, აქედან 23 დიდი სლემის (7 ავსტრალია, 3 როლან გაროსი, 7 უიმბლდონი და 6 ამერიკის ღია პირველობა). ამასთან ერთად ამერიკელმა ჩოგბურთელმა ოლიმპიური ოქროს მედლის მოგება 4 სხვადასხვა ოლიმპიადაზე მოახერხა - სიდნეიში (2000), პეკინში (2008) და ლონდონში (2012) უილიამსმა წყვილთა თანრიგში იმარჯვა, იმავე 2012 წელს კი ერთა შორის ლაურეატიც გახდა და ორი სინჯის მედალს დაეუფლა.

ასე თუ ისე სერენა დიდი სპორტიდან წავიდა...



მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილი ლეგენდა,წარმატებები სერენა.
გოჩა
19:11 03-09-2022
0
ყველა დროის საუკეთესო ქალი ჩოგბურთელი.
buxrika
18:12 03-09-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული