ფედერერი ჩოგბურთიდან მიდის...

AutoSharing Option
20-გზის დიდი სლემის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

41 წლის შვეიცარიელი ჩოგბურთელი გასული წლის უიმბლდონის გათამაშების შემდეგ კორტზე აღარ გამოსულა, ბოლო ტურნირი კი მომავალ კვირას ჩანიშნული ლეივერის თასი იქნება.

ყველა დროის ყველაზე ელეგანტურ ჩოგბურთელს უიმბლდონი ყველაზე მეტჯერ, 8-ჯერ აქვს მოგებული, ასევე 5-ჯერ მოახერხა ამერიკის ღია პირველობაზე პირველობა.

ჯამში ფედერერმა კარიერაში 103 ტიტული მოიპოვა, მასზე მეტი კი მხოლოდ ჯიმი კონორს (109) აქვს.

შვეიცარიელმა კლასიფიკაციის სათავეში 310 კვირა გაატარა. 2021 წლის მარტამდე ეს შედეგი საუკეთესო იყო, მოგვიანებით კი მისი რეკორდი ნოვაკ
ჯოკოვიჩმა გააუმჯობესა.

დიდებულ კარიერას 2008 წელს პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა თანრიგში მოპოვებული ოქროს მედალიც ემატება...

ასე თუ ისე, ლეგენდა ჩოგბურთს ემშვიდობება...

მომზადებულია Sports-ის მიხედვით




მკითხველის კომენტარები / 2 /
გატეხა. უმაგრესი სპორტსმენი და კაცი! დავსწრებივარ მის თამაშს მასტერსის ფინალში.
odala
15 სექტემბერი 2022 18:23
1
გულშემატკივრის პოზიციიდან, მცხვენია, მაგრამ... მშურს თქვენი. უდიდესი ჩოგბურთელი, მართალია ნოლემ კვირეებით გაუსწრო, რაფამ შლემებით, მაგრამ, ჩემი აზრით, ვერავინ აჯობებს ნეიტრალური გულშემატკივრის სიყვარულში.
alexandre
15 სექტემბერი 2022 20:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული