"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, 23 სექტემბერს ლეივერის თასზე, წყვილთა თანრიგში ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი ფრანსის ტიაფოს და ჯეკ სოკს დაუპირისპირდნენ (6:4, 6:7, 9:11), შვეიცარიელისთვის ეს შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა, 20 გზის გრანდ-სლემის ჩემპიონმა საჩოგბურთო კარიერა დაასრულა.

მატჩს ახდა ცრემლებიც, სიმბოლურია, რომ ყველაზე პრინციპულმა მეტოქე, თვალცრემლიანმა რაფაელ ნადალმა გააცილა.

"ზოგადად, მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ, ასეთ დროს ემოციების შეკავება ყოველთვის რთულია, გასახდელში შესვლისას კიდევ ერთხელ ვიტირე.

ჩვენს ურთიერთობას სხვადასხვა ეტაპები ჰქონდა, ერთმანეთს თავიდანვე კარგად გავუგეთ, უბრალოდ
დროის გასვლასთან ერთად კიდევ უფრო დავმეგობრდით, შენს კონკურენტს პატივი უნდა სცე და დააფასო, განსაკუთრებით მაშინ, თუ კარგი ადამიანია, ყველამ დაინახეთ როგორ განვიცადეთ, მაგრამ შეამჩნევდით, რომ როჯერის წასვლა მსოფლიომაც ძალიან განიცადა" - განაცხადა რაფაელ ნადალმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

altროჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული