ნიკა თბილისშია და პროცესის დასრულებამდე საქართველოს დედაქალაქში დარჩება, ამიტომ მას მოუწევს გამოტოვოს ვენის ტურნირი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და ბასილაშვილს ეასპარეზა.
სავარაუდოდ, წელს ქართველს მხოლოდ ერთადერთ ტურნირზე ვიხილავთ - პარიზის მასტერსზე, რომელიც 31 ოქტომბერს დაიწყება. შემდეგ საჩოგბურთო სეზონი სრულდება, მხოლოდ წლის შემაჯამებელი ტურნირი და დევისის თასის ფინალური დაპირისპირებები იქნება, სადაც ნიკას ვერ ვიხილავთ. აი, რას ამბობს ჩოგბურთელის ადვოკატი:
"ნიკოლოზი საქართველოში პროცესის
ბასილაშვილის სიმართლეში დარწმუნებული ვართ და სამართლიანობის იმედი გვაქვს. ვინც იმ დღეს პროცესზე იყო და მას თვალს ადევნებდა, ეჭვი არავის ეპარება, რომ მტკიცებულებები მყარია. ქალბატონი ნატალია კითხვებს პასუხობდა ქალბატონი ნელის მიერ გაგზავნილი სმს შეტყობინებებით. შესაბამისად, ყველა კითხვაზე პასუხები მის მიერ გამოგზავნილ შეტყობინებებშია.
ნიკოლოზი შვილს პროცესის დასრულებამდე ვერ ნახავს, არ აქვს ამის უფლება, ეს საკითხი აღმკვეთთან ერთად გადაწყდა. ამასობაში ნიკოლოზს ორი ტურნირის გამოტოვება მოუწევს, მაგრამ საქმე მოითხოვს ამას. ნიკა მშვიდადაა და დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ორი სიმართლე არ არსებობს", - ამბობს ირმა ჭკადუა.