
ჩვენებური, სავარაუდოდ, მონპელიეს ტურნირზე ითამაშებს, რომელიც 6-დან 12 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.
წესითა და რიგით, ნიკამ ამის შემდეგ როტერდამში უნდა გადაინაცვლოს, სადაც 13-დან 19 თებერვლის ჩათვლით, საკმაოდ პრესტიჟულ 500-ქულიან ტურნირს ვიხილავთ.
ამის შემდეგ დიდია ალბათობა, რომ ნიკოლოზი კატარში ჩავა და დოჰას ტურნირზე (20-26 თებერვალი) , რომელიც ერთხელ მოგებული აქვს, ერთხელ კი ფინალი ითამაშა.
ბასილაშვილი თვეს, სავარაუდოდ, დუბაიში გასამართი პრესტიჟული ტურნირით დახურავს (27 თებერვალი, 4 მარტი).