ბასილაშვილი მონპელიეშია და სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გასამართ 250-ქულიან ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებური ძირითად ბადეშია და მისი მეტოქე პირველ წრეში კორტების მასპინძელი, 30 წლის და ამჟამად მსოფლიოს 52-ე ნომერი კონსტანტ ლესტიენი იქნება.

ჩოგბურთელებმა ერთხელ თურქეთის ჩელენჯერზე ითამაშეს და მაშინ ქართველი დამარცხდა. მათი კიდევ ერთი დაპირისპირება ამავე წელს მეცში უნდა შემდგარიყო, თუმცა მაშინ ლესტიენი თამაშზე არ გამოცხადდა.

წყვილში საუკეთესოს შემდეგ ეტაპზე ან ფრანგი გრეგუა ბარერი, ან ყაზახი ალექსანდრ ბუბლიკი ელის.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 87-ე ნომერი ბასილაშვილი 2023 წელს ჯერ კიდევ
პირველი გამარჯვების მოლოდინშია. მან 3-დან სამივე შეხვედრა დათმო.

ქართველის მატჩი ლესტიენთან სავარაუდოდ, 7 თებერვალს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
...მოიგო, გენაცვალე!!!
დათო
11:18 07-02-2023
1
კაი ტრენერი და კაი ვარჯიში ჭირდება და დაგვიბრუნდება ჩვენი ძველი ბასილა დამიჯერეთ ნიჭი არასდროს იკარგება პროსტა ყველა სპორტში ეგრეაა განსაკუთრებით ჩოგბურთში ფორმაში თუ არ ხარ შეიძლება 1800 ჩოგანთან წააგოს 10-ულის ჩოგბურთელმა!!!! წარმატებებიი ნიკოლოზ ბევრი ძალიან ძალიან ძალიან უფალი გფარავდეს და წმინდა ნიკოლოზი წმინდა გიორგი და ყველა წმინდანი ერთი შენ შეგიძლია ივარჯიშო მოინდომო და დიდი სლემი გვაჩუქო ქართველებს მოინდომე და გპირდები ყველა წმინდანი შენს გვერდით იქნება ამინ!!!!!!!
dinamo
15:01 05-02-2023
1

სიახლეები პოპულარული