პირველი გამარჯვება ახალ სეზონში - ბასილაშვილმა წაგებული სეტის შემდეგ ლესტიენს თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2023 წლის სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ჩვენებურმა მონპელიეს ტურნირის პირველ წრეში პირველი წაგებული სეტის შემდეგ ფრანგ კონსტანტ ლესტიენს 6:7, 7:5, 6:2 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა ამით 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიო რეიტინგში მომდევნო კვირიდან დაწინაურება გაინაღდა.

თუ ბასილაშვილი წარმატებულ სვლას განაგრძობს და მონპელიეში კიდევ რამდენიმე წრეს გაივლის (სულაც ტურნირს მოიგებს), მას ქულები პლუსში წაუვა და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდება.

ქართველის მეტოქის ვინაობას მერვედფინალში დღეს ფრანგ გრეგუა ბარერისა და ყაზახ ალექსანდრ ბუბლიკის შეხვედრა გაარკვევს. 

შენიშვნა: ვიდეოში
ორი დაპირისპირების მიმოხილვაა... ფილსი გასკეს მატჩის შემდეგ ბასილაშვილის შეხვედრების მომენტები იწყება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მჯერა იმ ფორმას დაიბრუნებ ცონგას და კორშრაიბერს კორტზე რომ არბენინებდი(და რამდენს კიდე სხვას...)
რობი
21:53 07-02-2023
0
ყოჩაღ ნიკა რომ დასაჯე და არ აპატიე რამდენჯერმე "დამამცირებელი" პირველი ბურთის მოწოდება. ნიკა გისურვებ საბოლოოდ დაიბრუნო გამარჯვებულის მენტალიტეტი.
არ დაივიწყო, რომ საქართველო გიყურებს და შენს გვერდითაა!!!
ვაჟა მასწავლებელი
17:28 07-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული