19 წლის ამომავალი ვარსკვლავი - ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითადი ბადის პირველ წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 19 წლის ჩეხ იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 49-ე პოზიციას იკავებს.

მენშიკი ATP ტურში ამომავალ ვარსკვლავად ითვლება და მან სეზონის დასაწყისში Next Gen-ის ტურნირზეც იასპარეზა, სადაც მონაწილეობას ახალგაზრდა ნიჭიერი და მომავალი სავარაუდო ვარსკვლავები იღებენ.

ბასილაშვილი ჩეხს აქამდე მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდა და 2024 წლის თებერვალში ბაბრეინში მანამას ჩელენჯერზე ორ სეტში 3:6, 4:6 დამარცხდა. 

თუ ბასილაშვილი ჩეხურ ბარიერს დაძლევს, მომდევნო ეტაპზე ესპანელ ხაიმე მუნარსა და ნორვეგიელ კასპერ რუდს
შორის უკეთესს ეთამაშება.

შეხსენებისთვის, ნიკოლოზმა ძირითად ეტაპამდე საკვალიფიკაციო ბადე დაძლია და გზად სამი ჩოგბურთელი დაამარცხა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბასილას აქვს შანსი მომდევნო ორი მეტოქე დაამარცხოს
ბათუმელი ექსპერტი ანტიბიძინისტი.
14:39 09-01-2025
11
იმედია ბასილაშვილი ამ ტურნირით გადატვირთავს თავის კარიერას და დაუბრუნდება ისევ იმ მწვერვალებს.
Რერო
19:58 09-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული