ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს ძალოსნობაში ბათუმი უმასპინძლებს

AutoSharing Option
ალბანეთის ქალაქ დურესიდან, სადაც ევროპის ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა, სასიხარულო ცნობა მოვიდა - 2019 წელს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს! ეს ამბავი ჩვენი ქვეყნის სპორტის და ზოგადად ქართული ძალოსნობის მორიგი აღიარებაა.

 

2015 წელს თბილისმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა, 2016 წელს კი გეოგრაფია გავზარდეთ და პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენს დედაქალაქში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატსაც გავუღეთ კარი.

თბილისში ზედიზედ ამ ორი მნიშვნელოვანი ჩემპიონატის ჩატარების შემდეგ ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ კონტინენტის პირველობის ხელმეორედ ჩატარების უფლება ამჯერად ბათუმს მიანდო, რაც ამ ქალაქში სპორტული ტურიზმის განვითარებასა და საქართველოს

ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს. საგულისხმოა ისიც, რომ ბათუმის ევროპის ჩემპიონატის პირდაპირ ტელეტრანსლაციას Eurosport-ი 40 საათის განმავლობაში განახორციელებს, რაც შავიზღვისპირა კურორტისთვის დამატებითი რეკლამა იქნება. ასევე ცნობილია, რომ ევროპის სამაუწყებლო კავშირის მეშვეობით, რომელიც თავის მხრივ ევროპის ძალოსნობის ფედერაციასთან თანამშრომლობს, ჩემპიონატი 60-მდე ქვეყანაში გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის დურესში ერთმანეთს ეცილებოდა საქართველო, ესპანეთი, პოლონეთი და თურქეთი. თურქეთმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, დარჩენილი სამეულიდან კი ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ საუკეთესოდ საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმის კანდიდატურა მიიჩნია. ბათუმი ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს 1000-ზე მეტ სტუმარს მიიღებს.

ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა აღნიშნულ საკითხზე წინასწარი საქმიანი შეხვედრები გამართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილაშვილთან და ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვთან.

ასე რომ, თბილისის შემდეგ 2019 წელს კონტინენტის უძლიერეს ძალოსნებს ბათუმის ფიცარნაგზეც ვიხილავთ.

მომზადებულია msy.gov.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ერთი და სხვა მრავალი, მაგარია როგორც სპორტული, ესევე მარკეტინგული კუთხით
llcl
17 ოქტომბერი 2017 16:54
0
აი სპორტის რომელ სახეობაში უნდა ჩაიდოს ფული და არ გადაიყაროს მილიონები სპორტის ისეთ სახეობებში სადც არაფერი გვესაქმება!!! რაც ქართველს ოდითგანვე აქვს სისხლში ის უნდა გამოვავლინოთ სპორტშიც!!
ლაშა
17 ოქტომბერი 2017 16:25
1

სიახლეები პოპულარული