ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
საამაყო,დიდებული ქართველი ხარ- ხელის გულზე უნდა გატარებდეს სრულიად ქართველობა!
glaxuna
06 ნოემბერი 2017 15:03
0
ყოჩაღ ლაშა.
*
06 ნოემბერი 2017 15:11
0
ძალიან ძლიერია, 500 კგ-ს შეეჭიდება ვითომ რამდენიმე წელიწადში? წარმატებები გოლიათო
....
06 ნოემბერი 2017 14:22
0
აღფრთოვანებული ვარ ამ ადამიანით,დარწმუნებული ვარ მან ჯერ კიდევ ბოლომდე არ იცის როგორ ამაყობს მისით ერი და როგორ ჭირდება საქართველოს ის სიხარული რომელსაც ის გვანიჭებს, ლაშა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია!!!. გეწეოდეს უფალი, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა, თავს გაუფრთხილდი, შენ ეროვნული საგანძური ხარ. მადლობა!
დათო
11 ნოემბერი 2017 11:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული