ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.

მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ყოჩაღ ლაშა!მჯერა,რომ 2-3 წელიწადში 500კილოგრამს დაძ
ლევ ორი მოძრაობით,გამრავლდი და გაიხარე,ღმერთი გფარავდეს

დავით ღონღაძე
05 ნოემბერი 2017 15:04
0
ოლიმპიადაზე და მსოფლიოზეც ეტყობოდა რო რეზერვი აქ სასწაულად ბრვრი ასე რო გამიკვირდა ტქო რო ვტქვა მოვიტყუებ
ნოდო
05 ნოემბერი 2017 14:53
0
ამის მეტი უკეთესი ხარისხის ვიდეო არ ეკუთვნოდა ამ ამბავს, ყოჩაღ ქართული მედია
Rezo
06 ნოემბერი 2017 09:04
0
ოფიციალურ ჩათვლაში ხომ შედის იმედია?
soxumeli
05 ნოემბერი 2017 17:31
0
გენაცვალე ლაშა!!!
soxumeli
05 ნოემბერი 2017 17:28
1
ამ დევკაცს რომ ვუყურებ სიხარულის ჟრუანტელი მივლის...მსგავსი ფენომენი საუკუნეში ერთხელ თუ დაიბადება. მგონი ლაშას მომდევნო ათწლეული საქართველოს ნომერი პირველი სპორტსმენის წოდება გარანტირებული აქვს. უკვე ლამის ცოცხალი ლეგენდაა თან ასეთი ახალგაზრდა. სპორტსმენებში ალბათ მაიკლ ჯორდანს, დიეგო მარადონას და მაიკლ ფელპს შევადარებდი. გაიხაროს შენმა მშობლებმა ასეთი შვილის გაზრდისათვის.
emigranti
07 ნოემბერი 2017 01:07
0
რა გინდა, რატომ გვაჩვევ ასეთ რამეებს? უკან დასახევ გზას იჭრი, ხო იცი? ვხუმრობ... იმედი გვაქვს შენი პროფესიონალიზმისა.. რამდენიმე წელი გააგრძელე ასეთი ვარჯიში და ლეგენდათა ლეგენდად მოიხსენიება მერე შენი სახელიიიი... გენაცვალეე, ყველაზე მეტად დასაფასებელი მაგის გამო ხარ, ჩემო კარგო, რომ ოლიმპიადაზე ვითომ არც ყოფილხარ,(არამც თუ ჩემპიონი გახდი), ასე გააგრძელე, მადლობა შენ გამზრდელებს ასეთი შრომისმოყვარეობა და სიდარბაისლე რომ ჩაგინერგეს, მ რ ა ვ ა ლ ჟ ა მ ი ე რ !!!
gela gloveli 568825305
06 ნოემბერი 2017 18:04
0
SUPERMAN!!!
სამწუხაროდ ვერ მოვნახე ხერხი აქ პასუხად ფოტო გამოვდო. ჩამოსული იყო ერთი მნიშვნელოვანი ამერიკელი სტუმარი. მოინახულა სპორტის მუზეუმი და გადაიღო ფოტო, სადაც ცდილობს ლაშას "ოლიმპიური" შტანგა აწიოს. სასაცილოა. დაივიწყეთ ალექსეევი, ჟაბოტინსკი... არაერთი ოლიმპიური ოქრო!!!
S.K.
05 ნოემბერი 2017 20:38
1
ლაშა ჯერ ახალგაზრდაა. მინიმუმ 3 ოლიმპიადაზე თითო ოქრო გარანტირებული გვაქვს.
სუხია
06 ნოემბერი 2017 16:16
0
ეს ბიჭი გამაგიჟებს,მსოფლიო რეკორდზე სამი კილოგრამით მეტი ისე ასწია,სამ კილოს კიდევ თავისაუფლად დაამატებდა.
თავის დროზე რუსმა ძალოსანმა ვასილი ალექსეევმა თუ არ ვცდები 56 მსოფლიო რეკორდი დაამყარა მძიმე წონაში,მაგრამ ყოველთვის ნახევარი კილოთი აუმჯობესებდა და როგორც გამიგია,ყოველ რეკორდზე 200დოლარს აძლევდნენ ჯილდოდ.არ ვიცი სიმართლეა ეს თუ არა,არც ის ვიცი,ახლა არის თუ არა პრემია რეკორდზე,მაგრამ იმ ძველი ანეგდოტის სიტყვებით რომ ვთქვათ:დატეხე ძუკუ.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,მაგრამ ყოველი ლაშას რეკორდი ჩვენი დიდი სიხარულია და თუ ლაშა რეკორდს ცოტ ცოტაობით გაზრდის,ცვენ სიხარული გაგვიმრავლდება,ხოლო თუ ამაზე პრემიაცაა,მაშინ ხომ ლაშაც იხეირებს.საერთოდ კი .ჩემთვის,ლაშა ტალახაძე ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო სპორტსმენია და ვფიქრობ კიდევ დიდ ხანს იქნება ასე.
სოსო
08 ნოემბერი 2017 15:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული