3 მედალი ანასტასიასგან! - გოტფრიდი მსოფლიო ჩემპიონია!

AutoSharing Option
5 დეკემბერს ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) ბრწყივალედ იასპარეზა. ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალბატონმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა!

აღსანიშნავია, რომ 21 წლის გოტფრიდი საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

აკვრაში ანასტასიამ ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა!

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ჩილელმა მარია ვალდესმა დაიკავა 255 კგ-ით (109+146), ხოლო მესამე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმერი სანტანა იყო 254 კგ (113+141).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე
ამ ეტაპზე 4 მედალია: შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი.

6 დეკემბერს, 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.
მკითხველის კომენტარები / 18 /
გაიხაროს შენმა გამზრდელმა!
არადა, როცა ჩამოიყვანეს, იმ ჰოლანდიელი ძიუდოისტივით მისათვლელად ჩამოყვანილი მეგონა; თურმე სადა ხარ!
ყველას გილოცავთ!
"რა განძი გვქონია, რა მხნე, რა მდიდარი"
05 დეკემბერი 2017 12:22
0
მთელი დილა სილქუნივერსალზე ველოდებოდი, მაგრამ არ ჩაირთო ლაივი.ვულოცავ ანასტასიას!
giorgi
05 დეკემბერი 2017 11:41
0
როგორ არ ჩაირთო?! 8-00 საათზე პირდაპირი ტრანსლაცია მიმდინარეობდა.!
g
05 დეკემბერი 2017 12:30
0
ძალიან კარგი ნიუსია. საქართველოს წარმომადგენლის ოქროს მედალი ძალოსნობაში. ეს ხომ ისტორიაა. წარმატებები
ლევანი
05 დეკემბერი 2017 11:18
0
გილოცავ ნასტია, სულ გამარჯვებით გევლოს და ოლიმპიადის ოქროც მოგველოცოს. გაიხარე!
emigranti
06 დეკემბერი 2017 13:22
0
ვაუუუუ....საღოლ ანასტასია....არ ველოდი გამოვტყდები.... გილოცავთ და წარმატებები...
მიროსან
05 დეკემბერი 2017 11:15
0
თან გაქართველდა და თან მართლმადიდებელია... გაახაროს ღმერთმა.
nugo
05 დეკემბერი 2017 14:31
0
ყოჩაღ ქალო ქვეყნის თვალო...ვულოცავ ანასტასიას!ყველას გილოცავთ!
batu meliva
05 დეკემბერი 2017 14:27
0
ლაშა მაგარი ბიჭი ხარ. იმსახურებ 2017 წლის საუკეთესო სპორცმენად აღიარებას. ვამაყობთ შენით. გ ი ლ ც ა ვ თ.
ჯ ი ჯ ი
07 დეკემბერი 2017 11:31
1
ყოჩაღ გოგო!ყველას გილოცავთ,მაგრამ მაინც არ მგონია ეს, საქალო სპორტი
სოსო
05 დეკემბერი 2017 11:19
5
ჩილელმა აკვრაში მესამე ცდა არ გამოიყენა!! 146 აკრა და გაჩერდა! რატომ? მემგონი 150-ს ეგ თავისუფლად აიღებდა აკვრაში!! ანასტასიას კი თვითონ გაუკვირდა 145-ის აკვრა და ასანიძეს რუსულად უთხრა რომ ამდენის აკვრაც შეძლებია!! ჩვენი გოგო ატაცშია უფრო მაგარი!! 125-ს სულ მალე დაძლევს!! ჩილელი კი პირიქით!! 90-ში ან რუსები, ან უკრაინელები,ან სოხები სად არიან!!?? მაგათაც მაგარი ათლეტები ყავდათ!!
მაგარია ანასტასია
05 დეკემბერი 2017 17:49
0
Dopingit rom ichyipebian magito arian magrebi da magitomac arian exla chempionatis migma :/
Roma
06 დეკემბერი 2017 09:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული