ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს - ლაშა ტალახაძის პოსტი სოციალურ ქსელში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძალოსანი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას ნათქვამ ფრაზას გამოეხმაურა.

"ძაან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. როცა ქრისტიანობას, სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს", - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "არჩევანში" წინასიტყვაობისას გიორგი გაბუნიამ მხატვარ ლია უკლებას მიერ შესრულებული ნახატი "თვითმკვლელი მარიამი" შეაფასა.

გაბუნიამ თქვა, რომ ეს სათამაშო პისტოლეტია, მარიამი თავს ვერ მოიკლავს და იესოსაც გააჩენს.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ამას ვერ ასვენებს გამჩენი.
temo
23 მაისი 2018 14:13
0
ჯიგარი ხარ ლაშა. კარგი იქნება თუ სხვა სახელოვანი სპორცმენები მიბაძავენ ლაშას მაგალითს. მაგარ შეტევაზე არიან გადმოსულები მართმადიდებლობის მიმდევრებზე.
ალეკო
23 მაისი 2018 17:57
3
ამათ რა ჰგონიათ ვერ გავიგე, ნაციონალებით ან ოცნებით იწყება და მთავრდება ჩვენი ქვეყნის ისტორია? იესოს რწმენა რომ არ ჰქონოდათ ქართველებს, აქამდე რა მოდვიყვანდა, ზუსდად ღვთის სიყვარულმა და ურყევმა რწმენამ შეაძლებინა ქართველებს ის, რაც შეძლეს მუსულმანური იმპერიებით გარშემორტყმულმა საქართველომ შეინარჩუნა ენა, მამული, სარწმუნოება! გაბუნიასნაირი კაცები რომ ყოფილიყვნენ მაშინ, ახლა ან თურქები ვიქნებოდით, ან სპარსები და ან კიდევ არაბები თუ ვინ იცის კიდევ ვინ! ლაშა, ძმაო, შენ ჩვენო დიდო კაცო და საამაყო ქართველო, ყველა არაა პასუხის გაცემის ღირსი, განსაკუთრებით ურწმუნოები, სადაც არ მოგისმენენ იმ ქალაქს გაეცალეთ და მტვერი დაიბერტყეთო, ხომ გახსოცს რასაც ასწავლიდა ქრისტე მოწაფეებს, შენც მტვერი დაიბერტყე და გაეცალე, რა შენი პასუხის ღირსია ეგ კაცი, შენ ბევჯერ, ძალიან ბევჯერ უნდა გაახარო შენი მრავალტანჯული, მაგრამ რწმენაში ურყევი შენი სამშობლო! წინ დიადი გამარჯვებებისკენ! პლანეტის უძლიერესო მამაკაცო!
badri
23 მაისი 2018 14:52
1
შენ მოერიდები,მაგრამ ყველგან რომ უკან მოგყვებიან და სასუნთქს აღარ გიტოვებენ,მაშინ რაღა ქნას წესიერმა კაცმა ჩემო ბადრი ,მიპასუხო იქნებ.ამას ჩიოდა დათა თუთაშხია და ამას ჩივის დღეს ლაშა ტალახაძეც
სოსო
26 მაისი 2018 21:07
0
გენაცვალე ჯიგარი ხარ
არაბული777
23 მაისი 2018 13:50
1
გაიხარე დევკაცო! ასეთი უნდა უყოს დიდი სტორტსმენი! ა
geno
23 მაისი 2018 14:50
1
ქართველი კაცი (ამ შემთხვევაში გაბუნია) რომლისთვისაც დედა ღვთისმშობელი არის უბრალოდ - მარიამი, ხოლო მაცხოვარი იესო ქრისტე - უბრალოდ მარიამის შვილი, ნუ, ამ უმეცრების მერე რაზე შიძლება რომ ელაპარაკო ამ ინტელექტით გაჟღენთილ ადამინს??!! მაგრამ დღევანდელი ჩვენი საზოგადოების უბედურება იმაშია, რომ მსგავსად მოაზროვნე არსებების რიცხვი დღითიდღე მატულობს. მაგალითად კი, ბატონ გაბუნიასთან, გადაცემა "არჩევანში" მიწვეული სტუმრების, მაღალინტელექტუალი პერსონებიც კმარა....
levani
23 მაისი 2018 15:44
2
ესეიგი, ვიღაცამ ,,ბიზნესით,,... ვიღაცამ მხატვრობით,... ვიღაცამ წიგნის დაწერით... და ასეშემდეგ... ანუ პირადი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ისარგებლოს ბოროტად, ებრძოლოს ენას, მამულს სარწმუნოებას, მორალურ ღირებულებებს, ამით ნეგატიური განწყობა გამოიწვიოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში და ამათმა კიდე ესეთი დემაგოგები მოიწვიონ და ალაკარაკონ და პიარი გაუკეთონ გადაცემებში? თან აშკარად მათი პოზიციები გაიზიარონ და ამით კიდევ უფრო გააბრაზონ მოსახლეობა?! ამას ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი? რაც შეეხება ლაშა ტალახაძეს, ჩემს თვალში კიდევ უფრო მეტად დაფასდი, ვაჟკაცი კაცი ხარ, ვამაყობ რომ ასე ღირსეული თანამოქალაქე ხარ ქვეყნისა, იმ ქვეყნისა რომელშიც მუმლივით გარშემოხვეული შინაური და გარეული მტერი ერთ მუხასაც კი ვერ წააქცევს, ვერ მოერევა, ვერ დააჩოქებს, რაცარუნდა ბევრი ეცადონ.
.
23 მაისი 2018 14:49
3
ისე კარგი დრო იყო ჯულიეტა რომ სტუმრობდა ხოლმე რაჭას... მამაკაცების დღესასწაულად გადაიქცეოდა ხოლმე ის დღეები და ღამეები... შენ პატარა გიორგუნა იყავი მაშინ და როცა დაგეძინებოდა მაშინ იწყებოდა ნამდვილი რაჭის დათვალიერება ჯულიეტასთვის, მაგრამ ახლა მგონია რომ არ გეძინა და გვატყუებდი ხოლმე თორე ამდენი სიბოროტე საიდან დევს შენში???
დათა
23 მაისი 2018 15:37
10
ისე რეჟისორი შოთა კალანდაძე პატარა იყო მაშინ თორე ჯულიეტას სტუმრობისას რაჭაში კამერა რო მიგეცა უფრო ბევრ ფილმს გადაიღებდა თავის სტილში შოთიკო კალანდაძე!!!
დათას
23 მაისი 2018 16:40
6
დათა კარგად დააკვირდი, გაბუნიას კეფაზე ხალი ხომ არა აქვს? იქნებ შენი ნაბუშარიც აღმოჩნდეს
შაკო
30 მაისი 2018 11:07
0
მოადებენ და რატოო? რატოო? თქვე ბნელებოო და განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებლებოოოო კიდე
შაკო
23 მაისი 2018 15:16
8
ტალახაძე არის კაცი, რომელიც დარწმუნებული ვარ შენგან განსხვავებით თავისი სამშობლოს დროშას მსოფლიოში გამარჯვებებით დაატარებს და თავის ქვეყანას და ერს საქვეყნოდ სახელს უთქვამს, მითუმეტეს რომ პოლიტიკაში არ ერევა და უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებს როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პატრიოტი!!! ის მხოლოდ შენი დონის ინდივიდებს გონიათ რომ თუ სპორცმენი ხარ ან შტანგა უნდა აწიო, ან ბურთი აგორავო და ან ირბინო. ვერც კი წარმოგიდგენია ეტყობა რომ სპორცმენიც შეიძლება იყოს განათლებული და საკუთარი პოზიციის მქონე. თუ გაგიგია ასეთი ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, დავით ყიფიანის შესახებ? ერთი მაგის ინტელექტზე მოიკითხე მათთან ვინც მას იცნობდა და ან გაუგიათ მასზე რამე!!! ყველას შენი თავის საზომით ნუ ზომავ ნიჭიერო!!! პ.ს. იმას მაინც თუ აქცევ ყურადღებას, რამდენიც ტალახაძე წონის ასაწევად გამოდის, პირჯვარს რომ იწერს?! გაიხარე ლაშა!!!
ronaldo - s
24 მაისი 2018 12:10
1
გაიხარე მეგობარო.მაგ სიის საკმაოდ გაგრძელება შეიძლება და იმავე პერიოდის დინამოდან,დიდი მანუჩარ მაჩაიძის ან დიდი ნოდარ ახალკაცის ცოდნა,განათლება,ინტელექტზეც მოიკითხონ რამე,შორს წასვლა რომ არ დასჭირდეთ,ჩვენი ლაშა კი,თავის საქმეში უკვე პროფესორიცაა და რეკორდსმენიც,მაგას ტალანტისა და იტელექტის გარეშე ვერ მიაღწევ.ლაშას კი ერთ შესწორებას მეც მივცემ;არსებითი სახელი არის ყველაფერი ის,რაც პასუხობს კითხვაზე ვინ და რა.აქედან არის კიდევ დაყოფა სულიერში,ვინ ითქმება ადამიანზე,ხოლო რა არისო,ცხოველზე,ფრინველზე ან ზოგადად სხვა სულიერ არსებაზე.ახლა მივადგეთ ადამიანის განსაზღვრას,მასაც საკმაოდ მრავალფეროვნება ახასიათებს,მაგრამ ერთადერთი განმსაზღვრელი და განსაკუთრებული განსხვავება ადამიანს ცხოველისაგან აქვს ზნეობრიობა.შესაბამისად ადამიანი არის ზნეობრივი ცხოველი და როგორც კი ზნეობას მთლიანად ჰკარგავს,ის ხდება ადამიანის ჯიშის ცხოველი.ახლა თუ ვინმე დამიწყებს მტკიცებას,რომ გაბუნიას და მის ირგვლივ მყოფთაგან საკმაოდ ბევრს,აქვთ შემორჩენილი ზნეობის რაიმე ნიშანი,ეს ამის მამტკიცებლის ზნეობისათვის გასარჩევად მიმინდვია.შესაბამისად როცა ტალახაძე აცხადებს ვიღაცა ან რაღაცა გაბუნიაო,აქ სიტყვა ვიღაცა,აშკარად ზედმეტადაა ნახმარი,რჩება რაღაცა გაბუნია,რომელსაც ასევე ორნაირი გაგება აქვს,ერთია სიტყვა რაღაცა,რაღაც გაურკვეველს რომ ნიშნავს და მეორეა,როცა ეს სიტყვა სრულიად განსაზღვრულ რამეს ნიშნავს და მისი მნიშვნელობა ყველამ იცის,თუმცა ლაშა ტალახაძეს დავას აღარ დავუწყებ,რადგან ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობა ზედმიწევნით შეესაბამება გაბუნიას.
პ.ს.ლაშა ტალახაძე მთელ მსოფლიოში იცავს საქართველოს ღირსებას და არავის აქვს უფლება დაუშალოს საქართველოს ღირსების დაცვა საქართველოშიც.ჭირიმე შენი!!! როგორც იტყოდა ჩვენი კახი კავსაძე.
სოსო
26 მაისი 2018 20:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული