ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
22 სექტემბერს ლაშა ტალახაძემ ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, მან აკვრაში 264 კგ დაიმორჩილა. აქამდე რეკორდის მფლობელი ჰოსეინ რეზაზადე იყო.

ამავდრულად ქართველმა ორჭიდის ჯამში კი 478 სარეკორდო წონა მოაგროვა.

დღეს საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობა 105 და +105 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართა და საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

105 კგ.

I ირაკლი ჩხეიძე ზუგდიდი ( ოლიმპ ცენტრი)- ატაცი 162.167. აკვრა 198.205.211 ორჭიდი 378
II დავით ხეცურიანი (ქუთაისი) - ატაცი 167. 172. აკვრა 198. 205 ორჭიდი 377
III აკაკი ტალახაძე (საჩხერე)
- ატაცი 133. 138. 142. აკვრა 168. 173. 177. ორჭიდი 319

+105

I ლაშა ტალახაძე (საჩხერე) - ატაცი 205. 214. აკვრა 240. 255. 264. ორჭიდი 478
II გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) - ატაცი 177. 182. აკვრა 217. 223. 228. ორჭიდი 410
III ბაქარ თურმანიძე (აჭარა) - ატაცი 175. 181. 184 აკვრა 212 ორჭიდი 396.


მკითხველის კომენტარები / 9 /
პიროვნულად ლაშასა და ამ გაპუტული ქათმის შედარება სასაცილოა; აქ სხვა რამაა საყურადღებო: ლაშამ გამოხატა სალომეს მხარდაჭერა და ამის გამო, აზრის გამოხატვის გამო დაესხა თავს! აბა ფაშიზმი სხვა რაა?
BAKARIA
24 ოქტომბერი 2018 09:39
0
როგორც ვიცი თუ უცხოელი მსაჯი დაესწრება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს.
გიორგი
23 სექტემბერი 2018 17:29
0
ნაციონალურ ჩემპიონატებზე დამყარებული რეკორდები არ ითვლება. მსოფლიოზე თუ გაიმეორებს მაშინ ჩაეთვლება.
არ ითვლება
22 სექტემბერი 2018 18:59
8
ლაშა ატაცში მესამე ცდაზე აღარ მივიდა, თუ ვერ დასძლია?
gio
22 სექტემბერი 2018 18:53
2
მესამე ცდაზე აღარ მივიდა.
შალვა 73
22 სექტემბერი 2018 23:04
0
უძლიერესია, ვულოცავ! მჯერა რომ ლაშას მეტი შეუძლია მაგრამ მისი მწვრთნელები ჭკვიანურად იქცევიან, ამხელა წონებთან ჭიდილი დიდ რისკთან არის დაკავშირებული ერთი არასწორი მოძრაობა და შეიძლება ტრავმა მიიღოს, ამიტომ არ რისკავენ ზედმეტად და კარგია რომ ლაშაც უჯერებს. ლაშას მთელი კარიერა წინ აქვს და მეთოდურად უნდა წინ წავიდეს, ზედმეტად არ გარისკოს ძალიან დიდი წონებს ნაჩქარევად არ შეეჭიდოს მსოფლიო, ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატები მისია!!!
zaza
22 სექტემბერი 2018 18:35
2
ჩაეთვლება მერე???
ჯ.ჩ.
22 სექტემბერი 2018 18:15
0
დავესწარი რეკორდის დამყარებას და ფანტასტიური სიამოვნება მივიღე. ველოდებით ნოემბრის მსოფლიო ჩემპიონატს და ოფიციალურ რეკორდს.
შენ გენაცვალე ლაშა, მუდამ გამარჯვებული ყოფილიყავი საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
შალვა 73
22 სექტემბერი 2018 17:40
1
ღმერთმა დაგლოცოს ლომო!
llcl
22 სექტემბერი 2018 17:24
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული