ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!

AutoSharing Option
27 ოქტომბერს პოლონეთში 23-წლამდელთა ევროპირველობაზე ქართველმა ძალოსნებმა წარმატებით იასპარეზეს.

დავით ხეცურიანმა (105 კგ) ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხეცურიანმა ატაცში სამივე ცდა (167, 171, 174) წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა. აკვრაში მან 201 კილოგრამი დასძლია და მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ორჭიდის ჯამშიც - 375 კგ.

გიორგი ჩხეიძემ (+105 კგ) ატაცში 183, აკვრაში 225 კგ. ორჭიდის ჯამში კი 408 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.

ბაქარ თურმანიძემ ამავე წონით კატეგორიაში ატაცში 182 კგ-ით ბრინჯაოს
მედალი მოიპოვა. აკვრაში 217 კგ. დასძლია და მეხუთე ადგილზე გავიდა, ხოლო ორჭიდის ჯამში მოპოვებული 399 კგ-ით მესამე ადგილი დაიკავა.

ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა: ატაცში 100 კილოგრამი დასძლია და ვერცხლს დაეუფლა. აკვრაში მისი შედეგი 120 კგ. და ბრინჯაოს მედალი გახლდათ. ანასტასიამ 220 კგ-ით მესამე შედეგი ორჭიდის ჯამში დააფიქსირა.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე 23 მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვაში მეორე ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ბიჭებო!!!!!
koko
22:41 27-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული