ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აშხაბადში ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიგო.

ლაშამ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი დასძლია და მსოფლიოს 7 რეკორდი დაამყარა.

ტალახაძე ატაცში 207, 212 და 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში 245, 252 და 257 კილოგრამს გაუმკლავდა.

ირაკლი თურმანიძემ ატაცში 195, 200, 203 კგ დასძლია და მცირე ბრინჯაოს მედალს დეუფლა. სამწუხაროდ მან ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.

89 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი რევაზ დავითაძემ მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეექვსე
ადგილზე გავიდა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ლაშასგან მოკითხვა გვარამას)))) გაიხარე, როგორც ქართველები გაგვახარე, გილოცავ გილოცავ გილოცავ.....
ხორხე
11 ნოემბერი 2018 02:24
3
საქართველოს წარმატება გვარამიასაც გაუხარდა და დანარჩენ საქართველოსაც უკლებლივ.გვარამიამ გარკვეული-მისთვის და სრულიად საქართველოსთვის მიუღებელი პიროვნებისადმი ლმობიერება უსაყვედურა და მეტი არაფერი.
გიორგი ჯანიკაშვილი
11 ნოემბერი 2018 12:46
30
გილოცავ ლაშა გენაცვალე, როგორ მაინტერესებს გვარამიამ თუ უყურა. ლაშა იქნება მსოიფლიო ლეგენდა მძლეოსნობაში როგორიც ფეხბურთს ყავს მარადობა პელე, კალათბურთში ჯორდანი და კიდე ბევრი, მძლეოსნობის ხსენებაზე პირველი ტალახაძე გაახსენდება ყველას თუ როგორი ლეგენდა ეყოლება მაოფლიოს
ზიზუ
10 ნოემბერი 2018 20:30
3
მაგარი ხარ ლაშა ვიცი მეტიც შეგეძლო მაგრამ ჯობია არ გარისკო საღოლ გია ასანიძეს რომ კიდე არ დაგიმძიმა, ირაკლი თურმანიძესაც მივულოცავ ბრინჯაოს, ის როგორც კაპიტანს შეჰფერის ისე მოიქცა ტრამვის დროს მწვრთნელებს უტხრა ლაშას მიხედეო, თქვენ ხართ მისაბაძები და სამაგალითონი ნამდვილი გმირები
ირაკლი
10 ნოემბერი 2018 21:12
0
გილოცავ კარგო ქართველო კაცო ამაყობს სამშობლო შენით გფარავდეს უფალი, არ მინდოდა პოზიტივი მაგრამ გვარამიას გაკრა თუ ვისმეს საქართველოში კაცობა ააქვს!
კახა
10 ნოემბერი 2018 21:26
3
დარწმუნებული ვარ საუკუნის ისტორიას დაწერს ეს ბიჭი რაღაც მგონია სულ ცოტა 50 კილო დაიკლო რომელსაც ოლიმპიადაზე გააორმაგებს და კიდევ გვარამიას მოკითხვა.
samtredski
10 ნოემბერი 2018 21:22
0
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს! გვარამია ახლა რამ გაგახსენა?!
aburjga
10 ნოემბერი 2018 21:45
1
ჰა ჰა ჰა ჰა, ბოლო მოკითხვას კარგი ადრესატი ჰყავდა, მე მის საახლობლოსაც და თანამშრომლებსაც ანალოგიური პატივისცემით მოვიკითხავ, თან მოვუწოდებ,რომ:იგულოს თან რამე დამაწყნარებელი წვეთები.....................
გელა 67
10 ნოემბერი 2018 22:19
3
უკაცრავად დამავიწყდა მეთქვა, ინგლისურენოვან გვერდზე ვუყურებდი გადაცემას და მათი კომენტატორების მოსმენა ერთ რამედ ღირდა. სულ სიცილხარხარში გაატარეს ლაშას გამოსვლები...ბოლოს 257კგ რომ აწია ამბობდნენ ჩემპიონატის უდიდესი წონა ისე აიღო, თითქოს საწყისი გამოსვლაა და შეჯიბრს იწყებსო, უკვე ლეგენდარული სპორტსმენიაო და ა.შ...
emigranti
10 ნოემბერი 2018 21:42
0
არ მჯერა რომ ეს კაცი დედამიწაზეა დაბადებული მაგრამ რომელი პლანეტიდანაც არ უნდა იყო მიხარია რომ საქართველო აირჩიე საცხოვრებლად
912
10 ნოემბერი 2018 23:11
4
შენ გენაცვალე ქართველო ლომო
gio
10 ნოემბერი 2018 20:30
0
მძლეოსნობის არამგონია,მაგრამ ძალოსნობის ლეგენდა უკვე არის. მას აქვს რესურსი ატაცში 225კგ,ხოლო აკვრაში 265კგ აწიოს,ხოლო ოლიმპიადისთვის'ვიცი რომ 230 და 270კგ იგეგმება,ჯამში ნახევარი ტონა,რომელი რეკორდიც დარჩება ამ სპორტში მოუხსნელ რეკორდად.
თორნიკე
10 ნოემბერი 2018 21:44
0
გილოცავთ ლაშა, ორჭიდში 500-იანი ბარიერიც გადაგელახოს. რაგბის სევდა შენ გაგვინელე ბრწყინვალე გამარჯვებით. ისე ჩვენი გაჭირვებული ქვეყნის შვილები ლამის ყველა სპორტში მძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონები არიან, პრაქტიკულად აბსოლუტური ჩემპიონები. ძიუდო, თავისუფალი ჭიდაობა, მკლავჭიდი და ლაშა...მოკლედ კლასიკურში და კრივში გვაკლია და მონდომების ამბავია, თორემ ეგეც ჩვენი უნდა იყოს:)))
emigranti
10 ნოემბერი 2018 21:37
1
გაუმარჯოს ჩვენს მსოფლიო რეკორდსმენ და მსოფლიოს ჩემპიონ ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს ლაშა ტალახაძეს! გილოცავ საქართველო! მრავალჟამიერ!
aburjga
10 ნოემბერი 2018 21:47
1
ლაშა გილოცავ, წინ კიდევ ბევრი რეკორდები მოგველოცოს შენთვის და საქართღველოსათვის!!!!
giga
10 ნოემბერი 2018 21:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული