მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მიჯრით მესამედ მოიგო.
ლაშამ ორჭიდის ჯამში 474 კილოგრამი დასძლია და მსოფლიოს 7 რეკორდი დაამყარა.
ტალახაძე ატაცში 207, 212 და 217 კგ-ს, ხოლო აკვრაში 245, 252 და 257 კილოგრამს გაუმკლავდა.
ირაკლი თურმანიძემ ატაცში 195, 200, 203 კგ დასძლია და მცირე ბრინჯაოს მედალს დეუფლა. სამწუხაროდ მან ფეხის ტრავმის გამო აკვრაში მონაწილეობა ვერ მიიღო.
89 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი რევაზ დავითაძემ მოიპოვა. საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში მეექვსე ადგილზე გავიდა.