ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტო: https://www.facebook.com/GEOWF/

13 აპრილს ბათუმში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის ბოლო დასკვნითი დღე გაიმართა, სადაც ქართველი სპორტსმენის ლაშა ტალახაძის ტრიუმფი შედგა.

ლაშა ტალახაძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ირაკლი თურმანიძემ 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო.

109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშამ აკვრაში თავისივე მსოფლიო რეკორდი 217 კილოგრამი გააუმჯობესა და მეორე ცდაზე 218 კილოგრამი აიტაცა. ტალახაძე მესამე ცდაზე არც კი მისულა.

ამით ტალახაძემ ატაცში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი დაიმსახურა. ვერცხლის მედალს კი საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე დასჯერდა, რომელმაც
206 კილოგრამით მეორე ადგილი დაიკავა.
ატაცში მესამე ადგილი სომეხმა გორ მინასიანმა დაიკავა.

აკვრაში ტალახაძემ ასევე მხოლოდ ორი ცდა გამოიყენა, მან პირველ ჯერზე 245 კილოგრამი დაძლია, ხოლო შემდეგ 260 კილოგრამის აწევით კვლავ თავისივე რეკორდი მოხსნა, როგოც აკვრაში ისე ორჭიდში.

ირაკლი თურმანიძემ აკვრაში 241 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ორჭიდის ჯამში მეორე პოზიცია ერგო.

ლაშა ტალახაძე
I ცდა II ცდა III ცდა
ატაცი 208 218
აკვრა 245 260
ორჭიდი 478

ირაკლი თურმანიძე I ცდა II ცდა III ცდა
ატაცი 195 201 206
აკვრა 227 234 241
ორჭიდი 447

 

საქართველოს ნაკრებმა საბოლოო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 15 მედალი მოიპოვა - 5 ოქრი, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

აქამდე შოთა მიშველაძემ (61 კგ) პირველ დღეს აკვარაში ოქრო მოიპოვა, შემდეგ გოგა ჩხეიძემ (67 კგ) აკვრაში ვერცხლი და ორჭიდში ბრინჯაო აიღო, რევაზ დავითაძემ (89 კგ) ატაცში ოქრო, ხოლო აკვრასა და ორჭიდში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, 12 აპრილს კი საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა სპორტსმენმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ) ატაცში ვერცხლის მედალი, ორჭიდში კი ბრინჯაო მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
ნამდვილი, მარლთმადიდებელი გოლიათი! ბრავო!
ვახო...
13 აპრილი 2019 20:45
0
თავის დროზე, როდესაც NBA-ში და ზოგადად მსოფლიო კალათბურთში მაიკლ ჯორდანი მეფობდა (და დღესაც მეფობს), ასევე ლეგენდარულ კალათბურთელს მეჯიკ ჯონსონს სთხოვეს დაესახელებინა ყველა დროის საუკეთესო ხუთეული, ყველას გასაკვირად მან ხუთეულში ჯორდანი არ შეიყვანა, როდესაც გაოგნებულმა ჟურნალისტებმა მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა მე ადამიანები ჩამოვთვალეო.
ხოდა დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანებში ლაშა ტალახაძე არ შედის, ის სულ სხვა განზომილებაა!!!
მადლობა ლაშა საქართველოს გახარებისთვის და ბედნიერების ცრებლებისთვის.
ვენაცვალე შენს აღმზრდელს.
მუდამ გამარჯვებული გამყოფოს უფალმა საქართველოს სასახელოდ და სადიდებლად!!!
შალვა 73
13 აპრილი 2019 20:20
0
ამან ზედ ნიკა გვარამიაც რომ დაისვას, შტანგას მაინც იოლად აწევს (შტანგაზე რომ დაისვას)
დარდაკა
14 აპრილი 2019 04:24
0
ლეგენდა უნდა გახდეს - 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ე რ ი ს საამაყო -შვილი!
თურმანიძემ, დავითაძე, პლესნოიმ და მიშველიძემ-აც თუ მოუმატეს - ინისიც შეიძლება ოლიმპიურები გაგგვიხდნენ და გვაამაყონ- ,,სპორტული პორტალი,, - ასე სუსტი ინფორნაციები რატომ ?! - აქ გუნდური რა ხდება ?!
გლახუნა
13 აპრილი 2019 20:43
0
უნდა აიღო სპორტის სასახლე ეხლა და გვარამიას სულ თავში უნდა ურტყა
Givi
13 აპრილი 2019 20:21
1
ვერ მოხსნა კი არა, არ მოხსნა. მსოფლიოსთვის და ოლიმპიადისთვის ინახავს.
კახა
13 აპრილი 2019 19:35
0
ილიმპიადაზე ძმა
Ok
13 აპრილი 2019 19:36
0
რატო არ აქვეყნებთ?? ჰაა ცივი ნიავი არ გააკაროთ გვარამიას
Givi
13 აპრილი 2019 20:19
1
ვულოცავ ლაშას ამ გამარჯვებას, რეკორდებს რაც შეეხება მწვრთნელებმა კარგად იციან თუ რა წონები უნდა შეუკვეთონ, ყველა დროის აკვრის რეკორდი 266-ია და მაგასაც მოხსნის ლაშა! ეს ისეთი წონებია რომ გარისკვა არ შეიძლება, მთავარი ამ ეტაპზე გამარჯვება რეკორდებიც იქნება ყველა ვარიანტში. ჩემი აზრით ლაშას შეუძლია 263 აწიოს მაგრამ არ რისკავს მწვრთნელი და სწორსაც შვება რა. წინ ოლიმპიადები და მსოფლიო ჩემპიონატებია და ზედმეტი გარისკვები არაფრით არ შეიძლება!!!
ZAZA
13 აპრილი 2019 19:32
0
გენაცვალეთ ჩვენი გულის გამხარებლებო, ქართველო ლომებო!!!...
კვლავაც მრავალგზის გაგეხარებინოთ სამშობლო!!!...
არტაგი
13 აპრილი 2019 19:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული