ნამდვილი ფენომენი! - ლაშა ტალახაძის ოქროს მედლები და რეკორდები მსოფლიო ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3 ოქროს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ ატაცში 220 კილოგრამის აწევით რეკორდი დაამყარა, შემდეგ კი აკვრაში 264 კილოგრამი ასწია, რაც ახალი რეკორდია. ხოლო ორჭიდში 484 კილოგრამი დაუგროვდა, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ
მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია. მესამე ადგილზე 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.


აკვრაში ტალახაძემ ასევე სამივე ცდა გამოიყენა, ჯერ 247 კილოგრამი დაძლია, რითაც ორჭიდში მსოფლიოს ჩემპიონობა გაინაღდა.

მეორე ცდაზე ტალახაძემ 255 კილოგრამიც დაძლია, რამაც უკვე ჩემპიონობა აკვრაში მოუტანა.

მესამე ცდაზე კი ქართველმა ძალოსანმა 264 კილოგრამიც ასწია და კიდევ ერთი რეკორდი მოიპოვა, ასევე ორჭიდის მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.


მეორე ადგილზე აკვრაში 248 კილოგრამით სომეხი გორ მინასიანი გავიდა და ასევე მეორე ადგილი ორჭიდში 460 კილოგრამით ერგო. აკვრაში მესამე ადგილი ასევე სომეხმა რუბენ ალექსანიანმა 245 კილოგრამით დაიკავა. მასვე ერგო მესამე ადგილი ორჭიდში (437).

altლაშა ტალახაძემ გამარჯვება საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს მიუძღვნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩვენი დევგმირი, რომლისთვისაც ბევრი ეპითეტი მემეტება! თუმცა, რადგან მათი რაოდენობა უთვალავი გამოვა, ამიტომ მხოლოდ ერთს დავწერ: "უძლეველი"
qomagi
27 სექტემბერი 2019 15:14
0
ვინმეს შეუძლია აგვიხსნას სად გადის ბოლოს და ბოლოს ამ კაცის ზღვარი?

წარმოუდგენელი ფენომენია!
ა კაცი!
27 სექტემბერი 2019 15:10
0
რა თქმა უნდა ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს, ატაცში რადგან 2 წლის წინ უკვე გქონდა 220კგ, ეხლა კი 221-ზე უნდა მისულიყავი. მითუმეტეს, რომ იმხელა მარაგით აიტაცე 220, რომ არც 225 კგ გაგიჭირდებოდა. ჩემი აზრით ლაშას თავისუფლად შეეძლო 225 კგ-სა და 267 კგ-ს ჩვენება, თუმცა ეს მომავალში იყოს!
aleqsandre
27 სექტემბერი 2019 15:05
4
გილოცავთ ქართველებო, გილოცავ ლაშა. გაგიმარჯოს საქართველოვ
daviti
27 სექტემბერი 2019 15:04
0
უკომენტაროდ!!!
912
27 სექტემბერი 2019 14:56
0
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა!!!
გიორგი
27 სექტემბერი 2019 14:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული