ლაშა ტალახაძე თურქეთის ტურნირზე 3 ოქროს მედალს დაეუფლა

AutoSharing Option
3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძისგან!

მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში მიმდინარე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ქულები თამაშდება, შესაბამისად, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში 208/242/450 კილოგრამები დაძლია და სამი ოქროს მედალი დაისაკუთრა.

ტურნირზე, სადაც 23 ქვეყანა მონაწილეობდა, ლაშა ტალახაძე მისი აბსოლუტური გამარჯვებული გახდა. გარდა ამისა, საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულები შემატა.

მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
რომ არ წასულიყო თურქეთის ტურნირზე ოლიმპიადაზე არ გაუშვებდნენ?:)))
ლაშა
13:17 18-11-2019
1
პრაქტიკულად ივარჯიშა ადამიანმა!)
ლევანი
12:54 18-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული