"სამეფო კარის თამაშების" მსახიობმა 501 კგ წამოწია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ისლანდიელმა ძალოსანმა ჰაფთორ ბიერნსონმა, რომელიც სახალხოდ ცნობილი სერიალ "სამეფო კარის თამაშებიდან" გახდა სერ გრიგორ კლიგეინის, იგივე "მთას" როლის შესრულებით, მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

ჰაფთორმა 501 კგ-იანი ძელი წამოწია, წინა რეკორდი კი 500 კილოგრამი გახლდათ, რომელიც ბრიტანელ ედი ჰოლს ეკუთვნოდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო აღნიშნული რეკორდი არა ოფიციალურ შეჯიბრებაზე, არამედ ბიერნსონის დარბაზში, ისლანდიაში დამყარდა.

მსახიობი და ათლეთი "პლანეტის უძლიერესი ადამიანის" ფარგლებში ჩატარებული შეჯიბრებების არაერთგზის პრიზიორი გახლავთ.

მომზადებულია twitter.com/SamiulAmiin-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
იქ მარცხნივ, დაინახეთ ზურა გირჩი ჯაფარიძე როგორ ხტოდა და ოვაციებს მართავდა?!
aburjga
03 მაისი 2020 12:51
0
Gaukochet erti xeli talaxadzes da miushvit
Zemo svireli
03 მაისი 2020 12:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული