ლაშა ტალახაძე: თუ არაფერი შეიცვალა, კარიერის პიკისკენ საქართველოდან წასვლაზე დავფიქრდები

AutoSharing Option
რადიო "უცნობის" გადაცემა "უცნობ კიდობანში" მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, მომავალში საქართველოდან წასვლაზე დაფიქრდეს.

"ეს გამარჯვებები, ალბათ, ღმერთის ნებაა, რომ ასეთი ვარ. როდესაც გულით შევთხოვ უფალს, ვიცი, ამისრულდება და ყველაფრისთვის ყოველი გათენებისა დ დაღამებისას მადლობას ვუხდი. მადლობა, უფალო, რაც გამაჩნია. ხალხის ჩემდამი სიყვარული და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. ღმერთს თუ არ უყვარხარ, არ გექნება ამხელა ძალა და შესაძლებლობა, რათა მიაღწიო დიდ წარმატებას.

სულ მეჩხუბებიან, ჭამე, ჭამეო. განსაკუთრებით,
დილით არ მიყვარს ჭამა. თბილისში ყოფნისას შეიძლება მხოლოდ ერთხელ შევჭამო. არც მინდება. ყველაფერი მერგება კარგად. მაქსიმუმ 10 ხინკალი მაქვს ნაჭამი.

არიან ძალოსნობაში სომხეთის გარდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც კაცებიდან ქალებში გადაინაცვლეს, მაგრამ ამისათვის 5 წელი უნდა გამოტოვონ. იმ სომხის შემთხვევაში კი არავინ არაფერი იცოდა და უფრო შიგნიდან გატყდა ეს ამბავი. თუმცა, ძირითადად, ნამდვილი ქალები იმარჯვებენ.

ახლა ისეთი რეკორდი მაქვს დაფიქსირებული, რამდენიმე ათეული წელი ვერავინ მოხსნის. ისევ შეიძლება ქართველმა მოხსნას, რაც ძალიან გამიხარდება, თუმცა ძალიან დიდ შედეგზე ვართ გასულები, 484 კილოგრამი ჯერ არავის დაუფიქსირებია, მაშინაც კი, როდესაც ადრე აკრძალულ პრეპარატებს ღებულობდნენ. ამაზე მაშინ ყურადღება არ იყო გამახვილებული. ახლა სხვანაირადაა და ეს ქართული ძალა თავისას შვრება და ვჯაბნით სხვა მოწინააღმდეგეებს.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის მეორე და მესამე ადგილი და მონაწილეობაც კი ძალიან დიდ მიღწევად ითვლება. ჩვენთან კიდევ ისეთი მენტალიტეტი გვაქვს, თუ ოქრო არ ჩამოიტანე, სხვა ისე რა შედეგია.

ფინანსური თვალსაზრისით, ბოლო ორი-სამი წელიწადია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. სამ მედალს ვღებულობთ და პრემიალურებს სამივე მედალზე გვაძლევენ. წელს პრემიერმა ოფიციალურად მოაწერა ხელი რეკორდებზე და ეს დამიფასდება. ეს საქართველოში, მსოფლიო დონეზე კი საერთოდ არაფერი არ არის. სახელმწიფო პრემიები გვაქვს ძირითადად. სამშენებლო კომპანიებმა, "არქიმ" და სხვებმა გააკეთეს რაღაც-რაღაცები. სხვა მხრივ, სპონსორობაში ძალიან მოვისუსტებთ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემოთავაზებები მქონდა. ადრე ასე იყო, ერთ ყურში შეუშვი და მეორეში გამოუშვი და რა თანხაც უნდა შემოეთავზებინათ, ჩემთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო, მაგრამ სპორტსმენი რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ, ტიტულებთან ერთად ცდილობ - უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს, რამეთუ ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული და მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ნამდვილად არა, პიკისკენ კი, თუ არაფერი შეიცვალა სასიკეთოდ, შეიძლება მართლა დაფიქრდეს ადამიანი წასვლაზე. უკან რომ მოიხედავ, არაფერი არ გაქვს.

ამ ეტაპზე მართლაც კმაყოფილი ვარ. დღესდღეობით ბევრ სპორტსმენზე წინ ვართ შედეგებით, მათზე მეტ ჰონორარს ვიღებთ. მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან სპორტსმენები, ჭიდაობაში ჩვენი გენო პეტრიაშვილი და სხვები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ხდებიან. "არქიმ" ბინები გადასცა, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც მათ მიმართ სიკეთე უნდა გააკეთონ, რადგან ამას იმსახურებენ. რაც მეტი დაფასება ექნება სპორტსმენს, მეტი შედეგი ექნება.

კახი კახიაშვილი წავიდა და ორჯერ ოლიმპიადა მოიგო. აქ მაშინ ელემენტარული პირობები არ იყო და რომ დარჩენილიყო, შეიძლებოდა ოლიმპიადებზე ვერ გაემარჯვა. ახლა ჩვენ იმ დროსთან შედარებით ფუფუნებაში ვართ. ნორმალური ბაზები გვაქვს, შეკრებებს გავდივართ. ახლა ასჯერ უკეთესი ვითარებაა.

ჯერ მასე გასაქცევად არა გვაქვს საქმე. ამაზე მარტო მე არ ვფიქრობ, ბევრი სპორტსმენი ფიქრობს. ჩვენ ორ შეჯიბრებაზე ვართ დამოკიდებულნი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მიუხედავად ამისა, არავისგან არ გამიგია - წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალო.

500 კილოგრამამდე ავალ? ავალ. აქამდე ვწუწუნებდი, რომ 500 კგ ძალიან ბევრია-მეთქი, მაგრამ ჩემი მწვრთნელი მარწმუნებს, რომ ეს მე შემიძლია. ორჭიდში 500 უნდა დავაფიქსირო და შემდგომში მეტზეც ვიფიქრო."

altლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს

altლაშა ტალახაძემ რომში 3 ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

altდაუჭირე მხარი ლაშა ტალახაძეს - 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

altლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

altბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ბადრი არა იხვი.სად იყო 2008-ში ბადრი მინდორაშვილმა მილიონი ლარის ჩეკი პირადად მიშასგან რომ მიიღო.თქვენი გაგებით ამ განუმეორებელმა ქართველმა უნდა იმათხოვროს და საყდრისის ოქროს მილიონები ოცნების მავნებლებმა უნდა გაიყონ.
საიდან მოხვედით
12 ივნისი 2020 16:24
21
კაცი ლეგენდა, მრავალი გამარჯვებები და რეკორდები კიდე საამაყო ქართველო, ზოგს ისეთი კომენტარები გაქვთ გაკეთებული რომ მრცხვენია თქვენსგამო, წაიკითხეთ ჯერ სტატია ბოლომდე კლავიატურის ლომებო
22
12 ივნისი 2020 15:27
0
უფალმა უმრავლოს საქართველოს ასეთი ვაჯკაცები! წარმატებები ძმაო! უფალი შენსკენ!
ვახო...
12 ივნისი 2020 18:35
2
დაიცა ცოტა ხანს, არჩევნები მოდის და შემოგთავაზებენ კაი როლს რამე პოლიტიკურ კლიპში. ოღონდ მგონი რუსულის აქცენტიან ხალხს ანიჭებენ უპირატესობასო და იმუშავე მაგაზეც
ორმოზდარვა
12 ივნისი 2020 15:29
35
რა გჭირთ ზოგზოგიერთებ, რამ გამოგაგვარამიათ ესე.დავიჯერო ბოღმის ბრალია?
სამწუხაროდ
12 ივნისი 2020 16:00
5
როგორ დავიჯერო, რომ ასე ცოტას იღებს, რომ ასე ალაპარაკდა. სიხარბეს და გაუმაძღრობას კარგი არავისთვის მოუტანია
kote
12 ივნისი 2020 14:37
12
არ იღებს ცოტას. ბევრ უხდიან. საქართველოს სტანდარტებით წარმოუდგენელ თანხებს იღებს, მაგრამ მეტი უნდა და რა ქნას.
ფულები მინდააა
12 ივნისი 2020 16:40
4
ისეთ რამეს ხედავს, ისეთი გლეხები იღებენ მილიონებს, რო წყდება გული აბა რა ქნას.
რა ქნას?
12 ივნისი 2020 16:41
4
ებეეე, ამან გაუტია ძაან
ფაფაფასფ
12 ივნისი 2020 13:11
11
არ მომეწონა ლაშას ეს ნათქვამი.ბევრს ეგეც არ უფასდება.თუ პატარკაციშვილის დრო უნდა მილიონი რო ჩაურიცხონ.არ გამოვა ეგრე.თუ ფიქრობ რო ამ წუთას ცოტა კეთდება წადი.ახლავე ჯობია წახვიდე მაშინ
იმედა
12 ივნისი 2020 15:18
11
არავინ გიჭერს თუ რამე არ მოგწონს.
გიორგი
12 ივნისი 2020 15:05
12
მოვიდა არჩევნები და ალაპარაკდა ბიჭი :დ კარგი რა იყო მოითმინე და გადაგიღებენ ახალ კლიპში ფერადი მაისურით უბრალოდ ახალი როლი გექნება.უნდა აკოცო იცი ვის და სად :დ
აბგდ
12 ივნისი 2020 15:18
27
თქვენ როგორც ჩანს აზრის გამოტანის უნარიც არ გაქვთ :) ვაფშე სხვა რაღაცა ილაპარაკა :))))) ვიდეო მაინც დადეთ :D
gulshematkivari
12 ივნისი 2020 13:54
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული