ლაშა ტალახაძე: თუ არაფერი შეიცვალა, კარიერის პიკისკენ საქართველოდან წასვლაზე დავფიქრდები

AutoSharing Option
რადიო "უცნობის" გადაცემა "უცნობ კიდობანში" მსოფლიოს უძლიერესმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მრავალ საინტერესო საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ ვითარება არ შეიცვალა, არაა გამორიცხული, მომავალში საქართველოდან წასვლაზე დაფიქრდეს.

"ეს გამარჯვებები, ალბათ, ღმერთის ნებაა, რომ ასეთი ვარ. როდესაც გულით შევთხოვ უფალს, ვიცი, ამისრულდება და ყველაფრისთვის ყოველი გათენებისა დ დაღამებისას მადლობას ვუხდი. მადლობა, უფალო, რაც გამაჩნია. ხალხის ჩემდამი სიყვარული და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. ღმერთს თუ არ უყვარხარ, არ გექნება ამხელა ძალა და შესაძლებლობა, რათა მიაღწიო დიდ წარმატებას.

სულ მეჩხუბებიან, ჭამე, ჭამეო. განსაკუთრებით,
დილით არ მიყვარს ჭამა. თბილისში ყოფნისას შეიძლება მხოლოდ ერთხელ შევჭამო. არც მინდება. ყველაფერი მერგება კარგად. მაქსიმუმ 10 ხინკალი მაქვს ნაჭამი.

არიან ძალოსნობაში სომხეთის გარდა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებმაც კაცებიდან ქალებში გადაინაცვლეს, მაგრამ ამისათვის 5 წელი უნდა გამოტოვონ. იმ სომხის შემთხვევაში კი არავინ არაფერი იცოდა და უფრო შიგნიდან გატყდა ეს ამბავი. თუმცა, ძირითადად, ნამდვილი ქალები იმარჯვებენ.

ახლა ისეთი რეკორდი მაქვს დაფიქსირებული, რამდენიმე ათეული წელი ვერავინ მოხსნის. ისევ შეიძლება ქართველმა მოხსნას, რაც ძალიან გამიხარდება, თუმცა ძალიან დიდ შედეგზე ვართ გასულები, 484 კილოგრამი ჯერ არავის დაუფიქსირებია, მაშინაც კი, როდესაც ადრე აკრძალულ პრეპარატებს ღებულობდნენ. ამაზე მაშინ ყურადღება არ იყო გამახვილებული. ახლა სხვანაირადაა და ეს ქართული ძალა თავისას შვრება და ვჯაბნით სხვა მოწინააღმდეგეებს.

სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის მეორე და მესამე ადგილი და მონაწილეობაც კი ძალიან დიდ მიღწევად ითვლება. ჩვენთან კიდევ ისეთი მენტალიტეტი გვაქვს, თუ ოქრო არ ჩამოიტანე, სხვა ისე რა შედეგია.

ფინანსური თვალსაზრისით, ბოლო ორი-სამი წელიწადია შედარებით უკეთეს მდგომარეობაში ვართ. სამ მედალს ვღებულობთ და პრემიალურებს სამივე მედალზე გვაძლევენ. წელს პრემიერმა ოფიციალურად მოაწერა ხელი რეკორდებზე და ეს დამიფასდება. ეს საქართველოში, მსოფლიო დონეზე კი საერთოდ არაფერი არ არის. სახელმწიფო პრემიები გვაქვს ძირითადად. სამშენებლო კომპანიებმა, "არქიმ" და სხვებმა გააკეთეს რაღაც-რაღაცები. სხვა მხრივ, სპონსორობაში ძალიან მოვისუსტებთ.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემოთავაზებები მქონდა. ადრე ასე იყო, ერთ ყურში შეუშვი და მეორეში გამოუშვი და რა თანხაც უნდა შემოეთავზებინათ, ჩემთვის მიუღებელი იყო, ვინაიდან საქართველოს ჰიმნი უნდა ავაჟღერო, მაგრამ სპორტსმენი რაც უფრო პიკისკენ მიდიხარ, ტიტულებთან ერთად ცდილობ - უკან რომ მოიხედავ, რაღაც უნდა დაგრჩეს, რამეთუ ბევრი ადამიანია შენზე დამოკიდებული და მათაც სჭირდებათ გვერდში დგომა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ნამდვილად არა, პიკისკენ კი, თუ არაფერი შეიცვალა სასიკეთოდ, შეიძლება მართლა დაფიქრდეს ადამიანი წასვლაზე. უკან რომ მოიხედავ, არაფერი არ გაქვს.

ამ ეტაპზე მართლაც კმაყოფილი ვარ. დღესდღეობით ბევრ სპორტსმენზე წინ ვართ შედეგებით, მათზე მეტ ჰონორარს ვიღებთ. მარტო ჩემზე არ არის ლაპარაკი. არიან სპორტსმენები, ჭიდაობაში ჩვენი გენო პეტრიაშვილი და სხვები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ხდებიან. "არქიმ" ბინები გადასცა, მაგრამ საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც მათ მიმართ სიკეთე უნდა გააკეთონ, რადგან ამას იმსახურებენ. რაც მეტი დაფასება ექნება სპორტსმენს, მეტი შედეგი ექნება.

კახი კახიაშვილი წავიდა და ორჯერ ოლიმპიადა მოიგო. აქ მაშინ ელემენტარული პირობები არ იყო და რომ დარჩენილიყო, შეიძლებოდა ოლიმპიადებზე ვერ გაემარჯვა. ახლა ჩვენ იმ დროსთან შედარებით ფუფუნებაში ვართ. ნორმალური ბაზები გვაქვს, შეკრებებს გავდივართ. ახლა ასჯერ უკეთესი ვითარებაა.

ჯერ მასე გასაქცევად არა გვაქვს საქმე. ამაზე მარტო მე არ ვფიქრობ, ბევრი სპორტსმენი ფიქრობს. ჩვენ ორ შეჯიბრებაზე ვართ დამოკიდებულნი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. მიუხედავად ამისა, არავისგან არ გამიგია - წავალ და სხვა ქვეყნის სახელით გამოვალო.

500 კილოგრამამდე ავალ? ავალ. აქამდე ვწუწუნებდი, რომ 500 კგ ძალიან ბევრია-მეთქი, მაგრამ ჩემი მწვრთნელი მარწმუნებს, რომ ეს მე შემიძლია. ორჭიდში 500 უნდა დავაფიქსირო და შემდგომში მეტზეც ვიფიქრო."

altლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს

altლაშა ტალახაძემ რომში 3 ოქროს მედალი მოიგო [VIDEO]

altდაუჭირე მხარი ლაშა ტალახაძეს - 2019 წლის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენად გამოკითხვა დაიწყო

altლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა

altბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 32 /
ხალხი სამშობლოსთვის სისხლს აქცევდა და სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა! წადი რას გვამადლი. პატრიოტიზმი გულში უნდა გქონდეს და სისხლში, არ იყიდება ეგ
1
12 ივნისი 2020 14:06
16
ძალოსნობა არაა ისეთი პოპულარული სპორტის სახეობა მილიონები რომ გადაგიხადონ, მაგრამ საქართველოში შენ სხვებზე ბევრად მეტს გამოუშავებ და ასეთი საუბარი უმადურობა მგონია, თუ წასვლა გინდა წადი, ღმერთმა ხელი მოგიმართოს მაგრამ ეს უმადურობა იქნება.
Musenbezi
12 ივნისი 2020 13:39
2
აბა ამის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი.იყო მსოფლიო საუკეთესო ძალოსანი.იცი 7-8 წელიწადში კარიერას დაამთავრებ და მორჩება.ამ დროს ზღაპრულ პირობებს გთავაზობენ,მილიონებს.თან როცა იცი რომ მაქსიმუმ ათი წელი გაქვს დარჩენილი და მერე ეს ყველაფერი აღარ იქნება.არ დაფიქრდებოდით?ნებისმიერი ჩვენგანი დაფიქრდებოდა,ესეც დაფიქრდა რა მოხდა?რა დაშავდა?ხომ არ უთქვამს უეჭველი მივდივარო,დავფიქრდებიო თქვა,რაა ფიქრის უფლებასაც აღარ აძლევთ?მის ადგილზე ყველა დაფიქრდებოდა,ყველა.დაფიქრება გადაწყვეტილებას არ ნიშნავს.თიქმის დარწმუნებული ვარ არ წავა.
master
12 ივნისი 2020 15:44
2
რა ქნას ამ კაცმა. ოჯახი, მომავალი. უნდა იფიქროს აბარ რა ქნას. ცოხვება წინა აქვს და ფინასები საჭიროა. ვერ გაამტყუნებ.
ღმერთმა გაუმარჯოს. თუ ოდესმე წავა, უნდა გავუგოთ.
ამ კაცს უკვე საშვილიშვილო საქმე აქვს საქართველოსთვის გაკეთებული ისეთ წარმატებებს მიაღწია.
ჯერი
12 ივნისი 2020 16:38
1
ოლიმპიადაზე 200 000 ლარზე მეტი მოგცეს, ევროპა და მსოფლიო ყოველ წელსაა და 100 000 მაქიდან ღებულობ, ბინები გაჩუქეს და რეკლამებში ფულს გიხდიან, პლიუს ყოველთვიური ხელფასი გაქ დანიშნული. ხალხი წვალობს რომ თავი გადაირჩინოს და 500-600 ლარი შემოსავალი ქონდეს, მითგან ამოღებული გადასახადებით გაძლევენ მაგ პრემიებს, და თუ უკმაყოფილო ხარ წადი მეგობარო სადაც მეტს გადაგიხდიან. და ბარემ როგორ ბინაში ცხოვრობ და რა მანქანით დაკატაობ ეგეც დაწერე.
semi
12 ივნისი 2020 15:09
11
რამდენი ოჯახი ჰკიდია ამას კისერზე, ის წარმოიდგინე. მერე კიდევ, ლეგენდა რომ ხარ და უკონკურენტო, ამ დროს ვიღაც გერმანელი, რომელიც ოცეულში ხან ხვდება და ხან არა, შენზე ხუთჯერ მეტს რომ გამოიმუშავებს, ცხადია, უსამართლობის და პროტესტის გრძნობა გეუფლება... ამან არ უნდა იკატაოს მანქანით და მუქთახორა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა იკატაონ და ვარჩინოთ, უსაქმურები რომ ყრიან ნახევარ მსოფლიოში?! რეკორდს რეკორდზე რომ ამყარებ, დიახ, უნდა იდგე რიგით მოქალაქეზე მაღლა, ახლაც და სიბერეშიც!
ლაშა
12 ივნისი 2020 15:42
7
ეეხ ლაშა თან ოცნების მხარდამჭერ კლიპში გამოდიხარ და თან თუ რამე არ შეიცვალა წავალო......ჩვენ რა ვქნათ ვისაც წასასვლელი არსად გვაქვს? გამოდით ეს გამოჩენილი ხალხიო და მოსთხოვეთ მთავრობას თქვენ სიტყვას ფასი აქვს თორემ დღე და ღამე ამათ გინებაში ვარ
x
12 ივნისი 2020 13:42
8
ცოტა უხერხული ხომ არ არის, მსოფლიოში ყველაზე ღონიერ ადამიანს რომ ედრები. მას სურს და თვლის, რომ უფრო დიდი თანხის მიღება შეუძლია საზღვარგარეთ და რატომ უნდა თქვას უარი?! მისი ცხოვრებაა. კი, აქაც ნამდვილად კარგად არის, მაგრამ კარიერის ბოლოსკენ 1-2 მილიონით მეტს თუ აიღებს, წავა. რიგითი ადამიანები კი, რომლებიც არაფრით გამოირჩევიან, თუ სადმე უკეთ იქნება, წავიდნენ!
X-ს
12 ივნისი 2020 14:40
8
მიშა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონი ლარს უხდიდა,პრიზიორებს 500 და 300 ათასს თან როცა დოლარი 1,7 იყო.ახლა ოცნების პარლამენტარები გახდნენ მილიონერები ხოლო ეს ლეგენდარული კაცი საქართველოდან წასვლაზე ლაპარაკობს.
სამარცხვინო საქართველო
12 ივნისი 2020 13:13
25
ორმოზდარვა!
ბათუმის დინამოს ფანი
12 ივნისი 2020 14:22
1
ერთი შენ გვახარებ და სად უნდა წახვიდე. საქართველოს სახელით უნდა გამოხვიდე კარიერის ბოლომდე და ყოველთვის დაგაფასებს ქართველი ხალხი.
gio
12 ივნისი 2020 19:05
0
კარგი სპორტსმენია და მიხარი ოყოველთვის ლაშას წარმატება, მაგრამ თუ წავა არ დაიქცევა ქვეყნა მაგითიც. ყოველ შემთხვევაში მუქარა და დამადლება, ფული მომეციტ ტორე სხვა ქვეყნის სახლით გამოვალო არ არის კარგი საქციელი. ნებისმიერ შემთხვევაში ღმერტმა ხელი მოგიმართოს ლაშა, შენი გზა გეპოვნოს ცხოვრებაში რაც სწორი მიგაჩნია და სხვა ქვეყნის ჰიმნს თუ დაუკრავენ, რას ვიზამთ, მაგასაც გადავიტანთ :)
123
12 ივნისი 2020 15:07
2
მიშა კიარა ბადრი უხდიდა რა მიშა ეგერაა ზვიადაური და ასანიძე და კითხეთ ბადრის მერე მილიონს დაერხა .გახდა სამასი ათასი.იგიც ოლიმპიურ ოქროზე.
zaza
12 ივნისი 2020 13:46
4
რა თქმა უნდა ბადრი უხდიდა, ბიძინაც უხდიდა...ოღონდ მიშას დავალებით, მაგათ ისე დასტყუებ რამეს? იმიტომაც იყო ბადრი თავს იკლავდა ხელისუფლებაში მოსასვლელად, ბიძინამ კი მოაბა თავი ამ საქმეს და ეხლა არავის არაფერს აღარ უხდის(თუ ვიგოდა არა აქვს)
კი ზაზა კი!!!!
12 ივნისი 2020 16:47
8
ზაზა შენმა და ჩვენმა მტერმა კითხოს ბადრის რამდენს აძლევდა.დ.დ.
ave
12 ივნისი 2020 15:41
1
რუსეთის გარდა სადაც გინდა წადი (თუ სხვანაირად არ გამოდის), მაგრამ რუსეთში თუ წახვალ გამიქრება ყველანაირი პატივისცემა
rasa
12 ივნისი 2020 13:15
8
დავიჯერო ესეთი უტვინოა რო რუსეთში წავიდეს? რუსები თვითონ გარბიან ხელფასისთვის სხვა ქვეყნებში.
rasa-ს
12 ივნისი 2020 16:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული