ტალახაძის მორიგი ოქროსა და რეკორდის მოლოდინში - მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება

AutoSharing Option
დღეიდან, 7 დეკემბრიდან, უზბეკეთის დედაქალაქი ტაშკენტი ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც, რა თქმა უნდა, ქართველი ძალოსნებიც იასპარეზებენ.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ჩემპიონატის ფიცარნაგზე 10 ძალოსანი გამოვა.

გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას და გამოსვლის დროს:

9 დეკემბერი, 18:00 სთ
61 კგ - შოთა მიშველიძე
61 კგ - რამინ შამილიშვილი

10 დეკემბერი, 18:00 სთ
73 კგ - კახი ასანიძე

13 დეკემბერი, 15:00 სთ
89 კგ - რევაზ დავითაძე

14 დეკემბერი, 07:30 სთ
96 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი

14 დეკემბერი,
12:00 სთ
96 კგ - ანტონ პლესნოი

15 დეკემბერი, 12:00 სთ
102 კგ - ზაზა ლომთაძე
102 კგ - ირაკლი ჩხეიძე

17 დეკემბერი, 09:00 სთ
+109 კგ - ბაქარ თურმანიძე

17 დეკემბერი, 15:00 სთ
+109 კგ - ლაშა ტალახაძე 

მთავარი მწვრთნელი - გიორგი ასანიძე
მწვრთნელები: ავთო გახოკიძე, გია ცირეკიძე

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონისა და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძისგან ისევ პირველობასა და გაუმჯობესებულ შედეგებს ველით. ლაშა უკანასკნელ მსოფლიო ჩემპიონატზე (2019 წელს) საუკეთესო სამი რეკორდით გახდა.

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია
მკითხველის კომენტარები / 7 /
იურიკ ვარდანიან, გიცანი! )
ILIA
16:14 07-12-2021
7
ადამიანო ასე რამ გაგაბოროტა . ვინ. ხარ საიდან ხარ. ასეთი ცივი დ აგულქვა. შენნაირები რომ არიან იმიტომაა საქართველო ასეთ უბედურ დღეში. მსოფლიოს აწრიალებს ტალახაძე ოლიმპიადას ოლიმპიადაზე იგებს და შენ ელოდები როდის ჩავარდება .ეხ უბედურო საქართველო
თაღლითი
15:54 07-12-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული