ტალახაძის რეკორდები ისტორიის კუთვნილებაა - ცვლილება ძალოსნობაში

AutoSharing Option
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IWF) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის წონითი კატეგორიები შეამცირა. ცვლილების თანახმად, პარიზულ ფიცარნაგზე ხუთ-ხუთი წონით იქნებიან წარმოდგენილი ქალები და კაცები.

კაცებში მედლების ხუთი კომპლექტი გათამაშდება 61, 73, 89, 102 და +102 კილოგრამ წონით კატეგორიებში. ქალთა ასპარეზობებისთვის განისაზღვრა 49, 59, 71, 81 და +81 კილოგრამ წონითი კატეგორიები.

აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მედლები შვიდ წონით კატეგორიაში გაითამაშეს როგორც კაცებმა, ისე ქალებმა.

წონით კატეგორიებში შეტანილი ცვლილებები თავისთავად გავლენას იქონიებს რეკორდებზეც. აქედან გამომდინარე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის, მსოფლიოს
ხუთგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის მიერ +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში დამყარებული ოლიმპიური რეკორდები ისტორიის კუთვნილება გახდება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი


altტალახაძე და ბექაური ერთდროულად დააჯილდოეს

altNBC: როდის ასწევს დიდი ქართველი ტალახაძე ნახევარ ტონას?

altლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 9 /
გილოცავთ ახალ წელს ქართველნო! ლაშა არა მარტო ჩვენ გვექუთვნის უკვე, ის უკვე მთელი სამყოროსია! რა არ უნდა შეცვალონ, ლაშა ისტორიის შემქნელია..)
Geo
31 დეკემბერი 2021 23:15
0
ეგენი მგონი რუსებს გაასწრებენ
zurabi
31 დეკემბერი 2021 15:24
0
ამ ცვლილებაში არაფერია ტალახაძის საწინააღმდეგო. +102 ისევე იასპარეზებს როგორც +109 კატეგორიაში ასპარეზობდა. ნუ დაიმართეთ ისტერიკა.
ვახო
31 დეკემბერი 2021 11:47
1
ეგ პირიქით -105 კატეგორიისთვისაა ცუდი...იმიტო რო ისენიც ტალახაძის კონკურენტები ხდებიან.... და მაშინ 102 კილომდე უნდა დაიკლონ
mirosan
31 დეკემბერი 2021 18:40
0
რაც ძიუდოში გაგვიჩალიჩეს ამ ......იგივე ეხლა ძალოსნობაში გააკეთეს , რას გვერჩიან ეს ......იი
სოსო
30 დეკემბერი 2021 21:15
1
ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ძალოსნობის ბოსები დააჩოქა და მუხლებზე დახოხიალობენ შიშით და ახალ-ახალ რაღაცეებს იგონებენ,რომ ლაშა როგორმე მოიშორონ,მაგრამ აი დაკათ ცხვირი.
ქართველი
30 დეკემბერი 2021 20:36
3
ვაჟკაცური სპორტი-დისკრიმინააციაა მაგათი ლიბერალი ტვინით.ადრე ჭიდაობის ამოღება უნდოდათ ოლიმპიადიდან.მერე ძიუდოს გუნდური რას დაამსგავსეს ქალები და კაცები რო შეურიეს.ახლა ძალოსნობას მიადგნენ.
ბოლოს ოლიმპიადაზე მარტო სპორტული სიარული დარჩება- საჯდომის ქიცინით რო დადიან.
ჭიდაობასაც გააუქმებდნენ მაგრამ ჩოქბჯენმა გადაარჩინა.
Levani
30 დეკემბერი 2021 20:11
4
დაარქვით ამ ცვლილებას ანტიტალახაძე და ეგაა. არაფერია, ამ წონით კატეგორიასაც გადაგალეწავთ თავზე.
!!!!!
30 დეკემბერი 2021 19:58
0
შევ@@ი ბოღმა ევროპას! მსოფლიოს!
ერთ კაცს ებრძვით თქვენი არასწორი @@@@@@
გიგლა
30 დეკემბერი 2021 16:49
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული