ერთი კგ ოქრომდე - დათო ხეცურიანი ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტოკიოში გრძელდება ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი. 22 ივნისს საქართველომ მეორე მედალი მოიპოვა ტურნირზე, ამჯერად ვერცხლი - 105 კგ წონით კატეგორიაში დათო ხეცურიანმა ჯამში 368 კილოგრამი დაძლია და მეორე ადგილი დაიკავა.

ხეცურიანმა აკვრაში ერთი მისვლა გამოიყენა, 195 კილოგრამი ასწია, ატაცში კი სამივე მისვლა გამოიყენა, 165, 170 და 173 კილოგრამი დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონი ორჭიდში ირანელი რეზა ბეირალვანდი (369) გახდა, მესამე ადგილი სომეხმა სამვერლ გასპარიანმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქართველი ძალოსანი მხოლოდ ერთი კილოგრამით ჩამორჩა გამარჯვებულს.

ამავე წონაში მეოთხე ადგილზე გავიდა
ირაკლი ჩხეიძე
(356).

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რეზი დავითაძემ (85 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

- ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე რეზი დავითაძემ ბრინჯაო მოიპოვა
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს დავით ხეცურიანს ულოცავს ვიცეჩემპიონობას ქ.ტოკიოში მსოფლიოს ჩემპიონატში.უსურვებს კიდე და კიდევ მეტწარმატებებს სპორტულ ასპარეზზე
წყალტუბოს 3 საჯარო სკოლა
16:14 27-06-2017
0
გილოცავ დათო,ირაკლიც ძალიან კარგად გამოსულა.უფრო დიდ გამარჯვებებს გისურვებთ მომავალში.
ძალოსნობის ბევრი არაფერი მესმის,მაგრამ შევამჩნიე ,რომ ზოგადად ჩვენი ბიჭები ატაცში უფრო წარმატებით გამოდიან,არადა ატაცი ტექნიკურად უფრო რთული მოძრაობაა.ესე იგი ჩვენებს ტექნიკა სხვაზე უკეთესი აქვთ, მაგრამ ძალაში ჩამორჩებიან?
სოსო
11:30 23-06-2017
0

სიახლეები პოპულარული