რამინ შამილიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
სომხეთის დედაქალაქ ერევანში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს რამინ შამილიშვილმა (55 კგ.) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თავდაპირველად რამინმა ატაცში თავი 109/111/113 კილოგრამს გაართვა და ატაცის დისციპლინაში ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 132/136 კილოგრამი დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ორჭიდში მოგროვილი 249 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა.

შეგახსენებთ, დღეს 20:10 საათიდან ფიცარნაგზე საქართველოს სახელით შოთა მიშველიძე (61 კგ.) და გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.) იასპარეზებენ. 

altძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე მარიამ მაისურაძემ მე-8 ადგილი დაიკავა

altევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მაგრად იბრძოლეს ბიჭებმა და მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი საჩვენოდ არ წავიდა,მაინც ვულოცავ შესანიშნავ გამოსვლებს.რამინის ვერცხლის მედალს,შოთა მიშველიძის გამარჯვებაც დაემატა და გოდერძი ბერდელიძეც ძალიან ახლოს იყო,ბრინჯაოს მედალთან
სოსო
16 აპრილი 2023 22:20
0
მოქმედი წესებით, ოქროც მოიპოვა, ბრინჯაოც და ვერცხლიც! ასე არ არის ? მარტო ვერცხლი არ მოუპოვებია! მე როგორც ვიცი ასეა!
bs
16 აპრილი 2023 19:49
2
ასეა,მაგრამ ცალკეულ მოძრაობებში,მცირე მედლებს გასცემენ,ორჭიდში კი,დიდ მედალს და რა თქმა უნდა ორჭიდში გამარჯვებას,მეტი ფასი აქვს.
სოსო
16 აპრილი 2023 22:15
0

სიახლეები პოპულარული