მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

AutoSharing Option
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში, მძიმე წონაში ლაშა ტალახაძე კარიერაში მესამედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ლაშამ ატაცში 210 და 215 კილოგრამი დაძლია, აკვრაში კი 247 და 255 კილოგრამი ასწია.

ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა.

ტურნირზე ვერცხლის მედალი სომეხ ვარაზდატ ლალაიანს ერგო, რომელმაც ორჭიდის ჯამში 467 კილოგრამი დააფიქსირა, ხოლო ბრინჯაოს მედალი ბაჰრეინის სახელით მოასპარეზე გორ მინასიანმა (ორჭიდის ჯამში 461 კილოგრამი) მოიპოვა.

ლაშა პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სამი ოქროს მედალი მოუტანა.


მკითხველის კომენტარები / 30 /
დიადი!
არდილეს 78
11:42 11-08-2024
0
შენ გაიხარე ლაშა და შენმა შემქმნელ-მომვლენელმაც! აშკარად ლაშას რაღაც ტრავმა ჰქონდა და გვიმალავდნენ - მისი ასე მძიმე გამოსვლა არ მახსოვს და მით უფრო დასაფასებელია!
ვიზიარებ გვარამიას და სხვა ნაცების მწუხარებას; სულ ასე!
მერაბ გ.
11:32 11-08-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული