კარგი ამბავი - სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/georgianfencing

ლუქსემბურგის მსოფლიო თასის შემდეგ ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა.

გარდა ამისა, სანდრომ მსოფლიო რეიტინგში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - ქართველი მოფარიკავე მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ვაჟთა შორის ხმლით ფარიკაობაში, საქართველოს ზედიზედ მეორედ სანდრო ბაზაძე წარმოადგენს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული