სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის (სატელიტი) გამარჯვებულია!

AutoSharing Option
21 სექტემბერს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე მსოფლიო თასზე (სატელიტი) ხმლით ფარიკაობაში, ვაჟთა შორის სანდრო ბაზაძემ პირველი ადგილი დაიკავა.

ჯგუფურ ეტაპზე სანდრომ ექვსიდან ხუთი შეხვედრა მოიგო, T16-ში თურქ მუჰამედ ანასიზის 15:3 სძლია, T8-ში არგენტინელ სტეფანო ლუკეტის 15:7 მოუგო. ნახევარფინალში კიდევ ერთ თურქი, ამ ქვეყნის საუკეთესო მოფარიკავე ენვერ ილდირიმი 15:11 დაამარცხა. ფინალში კი ბრიტანელ ჯეიმს ჰონეიბონის 15:8 აჯობა.

22 სექტემბერს პლოვდივში ლიკა ჯიჯეიშვილი იასპარეზებს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ სანდრო!!!...კიდევ მრავალჯერ გაგეხარებინოს გულშემატკივართა გულები!!!...
არტაგი
23:21 21-09-2019
0
ვულოცავ სანდროს და საქართველოს! წარმატებები.
თენგაბი
21:56 21-09-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული