ქართველებმა ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები წარმატებით დაიწყეს

AutoSharing Option
10 იანვარს ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პირველ საშეჯიბრო დღეს საქმეში საქართველოს ნაკრებიც ჩაერთო.

საქართველოს გუნდიდან სარბიელზე პირველი ფიგურულ ციგურაობაში ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილი გავიდა და წარმატებითაც.

ჩვენმა მოციგურავეებმა მოკლე პროგრამაში 59.14 ქულა დაიმსახურეს, რაც 8 წყვილს შორის მესამე საუკეთესო შედეგია. პირველი და მეორე საფეხურები რუსებს უკავიათ, შესაბამისად - 71.74 და 60.45 ქულით.

აღსანიშნავია, ქართული წყვილი უახლოეს მდევრებს - ამერიკელ და კანადელ მეტოქეებს თითქმის 10 ქულას უგებს. ეს იმას ნიშნავს, რომ 12 იანვარს, თავისუფალ პროგრამაში კარგად გამოსვლის შემთხვევაში,
ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ოლიმპიური თამაშების პრიზიორთა შორის მოხვედრის რეალური შანსი აქვთ.

მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული