ისტორიაში პირველად - საქართველო 10 საუკეთესო ქვეყანაში

AutoSharing Option
საერთაშორისო საციგურაო კავშირმა, მსოფლიო რეიტინგული ქულებისა და ოლიმპიადის შესარჩევ ეტაპებზე ( 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი და ობერსდორფის საკვალიფიკაციო ტურნირი) მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობის გათვალისწინებით, ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 10 ქვეყნის ნუსხა, რომლებიც 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ გუნდურ შეჯიბრებაში.

ოლიმპიური თამაშების გუნდური ასპარეზობების ისტორიაში საქართველომ, პირველად, დამსახურებულად მოიპოვა ოლიმპიადის ამ სეგმენტში მონაწილეობის მიღების უფლება და ოთხივე სახეობაში მოპოვებული ლიცენზიებითა და ჯამური 1472 ქულით ისეთი ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, როგორებიცაა რუსეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია, ჩინეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი და უკრაინა.

ვულოცავთ
საქართველოს ნაკრებ გუნდს ამ გამორჩეულ შედეგს და საქართველოს ეროვნული დროშის ქვეშ ღირსეულ გამოსვლასა და ქართველი გულშემატკივრების ერთგულ მხარდაჭერას ვუსურვებთ ჩვენი ქვეყნის საამაყოდ. პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდური ასპარეზობა 2022 წლის 4-7 თებერვალს გაიმართება, ხოლო ინდივიდუალური გამოსვლები კი 8 თებერვლიდან 19 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია

altოლიმპიადის ქართული ლიცენზიები ფიგურულ ციგურაობაში

altკიდევ ერთი მედალი, ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი და ისევ პირველად

altგმირობის ტოლფასი ოქროს მედალი საქართველოსთვის ლოზანიდან!




მკითხველის კომენტარები / 8 /
…ყიჩაღ!!! გუშინ ვუყურე წყვილების სრიალს და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ჩვენების სრისლის შემდეგ!!! რუსების სამი წყვილის გამოსვლა იყო დარჩენილო და ჩვენები პირველ ადგილს იკავებდნენ!!! მაგრამ გამოვიდნენ რუსები და სამივე საპრიზო ადგილი დაიკავეს!!! ჩვენები მეთხეზე გავიდნენ!!! უდიდესი წარმატება!!! არც ნორმალური საციგურაო მოედანი გვაქვს და არც ნორმალური ჩოგბურთის კორტი და ნახეთ რა შედეგია!!! მადლობა ასეთ თადადებულ სპორტსმენებს!!!
დათო
14 იანვარი 2022 16:49
0
ათობით წელია საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ერთი ნორმალური დარბაზი არ აქვს მსოფლიოში ბევრ ისეთ ქვეყანას უსწრებს, სადაც ზამთრის სახეობები მათი სპორტი რომაა. ამ ყველაფერს ჩვენი გოგო-ბიჭები დაქირავებულ საციგურაო დარბაზებში ვარჯიშით აღწევენ. მერედა იცით რა ჯდება ამ დარბაზების დაქირავება და ცპორტსმენების საღვარგარეთ შენახვა? დღემდე საქართველოს ყველო დიდ ქალაქში ორ-ორს თუ არა თითო საერთაშორისო დონის საციგურაოს რომ ავაგებდით. სწორედ ამაზეა ნათქვამი "უთაო თავმა სახელმწიფო ბიუჯეტს ძალა დააყენაო".
ჟორა გაბრიჭიძე
14 დეკემბერი 2021 18:49
1
ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო მოვლენაა,მაგრამ გაცილებით უფრო მეტად გამიხარდება,როცა გუნდის წევრები არა მოქალაქეობაშეცვლილი უცხოელები,არამედ ეროვნებით ქართველი სპორტსმენები იქნებიან.დღესდღეობით, ეს სანახევროდ თუ გვიხერხდება.მათთვის მადლობის მეტი რა გვეთქმის,მთელი გულითაც ვგულშემატვკივრობ,მაგრამ ეს პრობლემის გადაჭრის გზა არ არის.მათ გვერდით,ან მათ კვალდაკვალ,საქართველოშიც უნდა მომზადდნენ სპორტსმენები.სასწრაფოდ უნდა აშენდეს სტანდარტული ზომის 2 საციგურაო დარბაზი მაინც.სხვანაირად ეს თავის მოტყუება უფროა.რუსულ ბაზებზე,რუსეთში მცხოვრები ქართველები,ან რუსები,რუს სპეციალისტებთან ემზადებიან და მერე საქართველოს სახელით გამოდიან.ერთ მშვენიერ დღეს,მათ შეუძლიათ ამაზე,როგორც ადრე ქართულ ღვინოზე, უარი თქვან და იქ დამთავრდება ქართული ფიგურული ციგურაობაც.არავის უნდა საკუთარი კონკურენტი თვითონ გაზარდოს,ჩვენ კი,როგორც ჩანს,უკვე საკმაოდ სერიოზული ძალა ვხდებით.ეს გამორიცხული არ არის და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ.
სოსო
14 დეკემბერი 2021 17:24
0
ვახ, გილოცავთ!
ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, და არავისზე ნაკლები არ ვიქნებით ყველა სფეროში.
sg
14 დეკემბერი 2021 13:40
2
ამავე დროს არ დაგვავიწყდეს რომ, ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი ფიგურულ სრიალში ქართული გვარის ქალბატონია, ეთერი თუთბერიძე.
გია პაპა
14 დეკემბერი 2021 12:10
0
მართლა უნიკალური ერი ვართ. არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც ერთი სრულფასოვანი ყინულის მოედანიც არა აქვს და ასეთ შედეგებს აღწევს. მიყვარხარ საქართველოვ!
14 დეკემბერი 2021 11:41
1
…გეთანხმებით!!! ისევე როგორც არ გვაქვს ნორმალური კორტი და ნიკა ატპ22-ეა!!! ყოჩაღ!!!
დათო
14 იანვარი 2022 16:41
0
გილოცავთ, სულ წამატებებით გევლოთ სამშობლოს სასახელოდ.
გიზოგ
14 დეკემბერი 2021 11:23
0

სიახლეები პოპულარული