საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
მარტო არენა-დარბაზი არაა საკმარისი. საჭიროა მწვრთნელები და ზოგადად ინფრასტრუქტურის-საცხოვრებელი პირობების შექნა.
ზოგადად სპორტს სეწრიოზული პრობლემები აქვს და ამის გამოსწორებაზე არავინ არ მოქმედებს.
ეეხ... თუმცა ყველაფერი გამოსასწორებელია.
როდის-ვინ???!!!
პავლოვიჩი
28 იანვარი 2023 23:31
1
სომხებმა რომ იყიდონ საუკეთესო კანადელი ჰოკეისტები და მოიგონ მსოფლიო ჩემპიონატი, გახდება სომხეთი ჰოკეის ერთ-ერთი გრანდი ქვეყანა?
ქ. გ.
29 იანვარი 2023 14:00
7
სამაგიეროდ ჰაიასტანის ჰიმნს მაისმენენ მსოფლიოში, თანაც დროშასაც დაინახამენ, მაააშ)))))
ქ. გ.-ს
29 იანვარი 2023 14:45
1
odala, შენი კონტენტი არ გაიშვა რაააა:D
კარგი რა
29 იანვარი 2023 14:14
1
ზურა. ჯიგარი ხარ ძმაო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
სჯობს სიცოცსლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი!
29 იანვარი 2023 13:06
2
რას დაიყვირებს და მე ის თამრო აღარა ვარო. ია ნე ვინოვატაიაო, ბრილიანტოვაია რუკაში როა ისე. საქ, ცუგურ, ფედერაციამ შემაცდინაო.))))))))))))))
ქ. გ.-ы
29 იანვარი 2023 13:02
1
ქ.გ.-ს — სანქციები არაფერ შუაშია, ომის გამო არ გადმოსულა, არც დოპინგ-სკანდალის გამო, კიდევ უფრო ადრე გადაწყვიტა. ქართველებს აქვთ წვლილი რუსული სკოლის წარმატებაში და ისინი სთავაზობენ, თავისით კი არ მოდიან. ცუდი მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ ვერ ვვითარდებით და საქართველო ვერაფერს სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს.
nika
29 იანვარი 2023 08:47
5
იმიტომ ვესმარებით რომ უთავმოყვარეო და უღირსებო ერი ვართ. აო რატონ გვჯობია ფინეთი, ლიტვა,ლატვია და სხვები. არ უძვრებიან მტერს ჩვენსავით, არ არიან ელარჯის მწელავები.
ქ. გ.-ს
29 იანვარი 2023 07:27
10
უკრაინელებს და სერბებს ნუ აურევთ რუსებთან.
ლოგიკური აზროვნების კანონების ამ დარღვევას "ცრუ ანალოგია" ჰქვია.
უკრაინელებმა არ წაგვართვეს ჩვენი ტერიტორია. და ჩვენ სერბეთის რეგიონების ოკუპანტები არა ვართ.
ქ. გ.
29 იანვარი 2023 16:43
4
ბელორუსები, უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია.... სერბები უახლოესი ნათესავები.
aburjga
29 იანვარი 2023 20:32
1
სამშობლოს სიყვარულს ენების ცოდნა არ ჭირდება. ყირიმის დაპყრობამდე, ანუ 2014 წლამდე, რუსეთი საქართველოს განიხილავდა როგორც ნომერ პირველ მტერს, შემდეგ უკრაინამ ჩაგვანაცვლა.ინტერნეყში კი კითხულობ შოპრნგაუერებს. მხოლოდ მეხსიერება არ გივარგა გეტყობა. არც ანწუხელიძეზე და სხვებზე გექნება გაგონილი და წაკითხული. ჯაყოსავით სახლში რო შემოგივარდება. მერე იძახე ქამოქვაბულებო და ხიხოებო. მიშველეთო.
odala-ს
29 იანვარი 2023 14:07
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული