საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
სიმართლე იმაშია, რომ მოზამბიის ან ნაურუს სახელით გამოსვლას, არჩია საქართველო. კარგად განწყობილი და ტოლერანტი ერი ვართ. ალბათ ფედერაციამაც დაასწრო ყველას და შესთავაზა გამოსვლა. რატომ არ გამოვა? მედლები, ტიტულები, სახელი, პრემიალურები. ძალიან მეეჭვება დაუფასოს ეს სიკეთე საქართველოს, ჯიშში არა აქვთ და მაგიტომ.
მორიელი-ს
29 იანვარი 2023 12:16
1
საქართველოს და რუსეთის 80 წლოვან ნაცნობობა-მოყვრობას და 200 წლოვან ძმობას ვერც ერთი სატანური ძალა ვერ დაანგრევს, ვერც ლგბტ ევროკავშირი და ვერც მსოფლიოს ტირანი აშშ! გაუმარჯოს საქართველოს სახელით მოასპაეზე ამ მშვენიერ გოგონას! სიმბოლიურია მისი გამარჯვება და საქართველოს დროშის აფრიალება! ღმერთმა დაგლოცოს ჩემო შვილიშვილო ანასტასია! კიდევ მრავალი გამარჯვება მოგეპოვებინოს საქართველოს სასახელოდ!
aburjga
29 იანვარი 2023 11:03
27
ფუი ეშმაკს!
რატი
29 იანვარი 2023 11:51
2
აუფ გამომივიდა აქ მთელი ქართველი ერის აზრის გამხმოვანებელი… შენ ვინ ხარ ან ვინ მოგცა მაგის უფლება ჩემი სახელით აქო და ადიდო რუსეთი ერთი ხელმოცარული კანალიზაციის ვირთხა ხარ, რომელსაც რასაც ჩასძახებს რუსი ვანიები იმას ამოსძახებ. ვისაც რუსეთი გინდათ გ ა ნ ა ჯ ვ ი თ ბიძიკო რუსეთში, საქართველოში თქვენი ადგილი არ არის. თან საუკუნოვან ძმობას რომ ეფარებით კაი ძველი ისტორია არ იცით მარა ეს უახლესი ისტორია მაინც შენს თვალწინ არ მოხდა? თუ სტოკჰოლმის სინდრომი გაქვთ და მჩაგვრელებზე გ ი დ გ ე ბ ა თ…
ზურა
29 იანვარი 2023 11:42
2
ყველა გამოხმაურება
დღეს სტუმარია ის ჩვენი, თუბდ ზღვა ემართოს სისხლისა?:)
ლარისუ ივანოვნუ ხაჩუ )))
29 იანვარი 2023 07:53
2
ძალოსანი ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ.) ევროპის ბრინჯაოს მფლობელი.
ძალოსნობა ანტონ პლესნოი ატაცში 170კგ ოლიპიადის ბრინჯაოს მფლობელი. კალათბურთში მაკფადენი და კიდევ მეტის ჩამოთვლა შეიძლება. ამ გოგონას ასე რომ დაესხით თავს, რომელმაც ევროპის ჩემპიონის ტიუტული მოგვიტანა. აგერ ტვ-ში ამ წუთას ვუყურებ პეკინზე ოფის აქვთ რუსებს და გადმორიცხვას ჩვენი სტუდენტებით ახდენენ, შემდეგ ბანკიდან ქეში გამოაქვთ და ფულს ათეთრებემ. რატომ არაივინ არ აპროტესტებთ? სანქციებს გვერდ უვლიან და ვნებენ ჩვენ ქვეყანას.
G.LA
29 იანვარი 2023 15:21
7
ზურა დავითაშვილი ის კაცია, გუშინ ბორდოში კიდევ ერთი ასისტი რომ მიითვალა საკუთარ ანგარიშზე)))
ეხხხ!-ს
29 იანვარი 2023 13:41
0
რატომ უნდა გვიხაროდეს? არამი ლუკმასავითაა, რა შრომა ჩავდეთ მაგ გოგოს წარმათებაში. რუსეთშიც კი მწვრთნელები რუსები ჰყოლია. არაფერს ვამბობ აღზრდაზე, სწავლა-განათლებაზე და სხვაზე. რა გამოდის? მესის, ნეიმარს და მბაპეს საქართველოს მოქალაქეობა რომ მივაღებინოთ და მსოპლიოს ჩემპიონები გავხდეთ, ცას უნდა ვეწიოთ სიხარულისგან? სასაცილოა თქვენი აღტკინება! ჯობია ზომიერად მივულოცოთ და მოვრჩეთ. დღეს ჩვენი სახელით გამოვიდა, რა გარანტიაა რომ ხვალ აზერბაიჯანი ვერ გადაიბირებს და მისი სახელით არ გამოვა ტურნირებზე. თუ ფული არ ეყოფათ? არ მითხრათ, ანასტასია ბავშვობიდან ოცნებობდა საქართველოს მოქალაქეობაზეო.
სინამდვილეში, ჩალის ფასი აქვს მაგ ოქროს ჩვენთვის
29 იანვარი 2023 13:34
9
კი 100% ხარ!
კი
08 თებერვალი 2023 23:50
0
ღმერთო ხალხი რა ავად არის! ყველგან პოლიტიკა როგორ გელანდებათ ??? რამდენი ქართველია ვისაც რუსი დედა ყავთ? ან მამა? არ შეიძლება ეს ხალხი და ესეთი ადამიანები გამოვიყენოთ ურთიერთობის დასალაგებლად?? რატო ხართ ესე დაბრმავებულები? მტერია ეგ ქვეყანა ჩვენი , კი ბატონო, მაგრამ როდემდე? სანამ სული არ გაგვძრებაა??? ცოტა სხვა ტაქტიკა ხო შეიძლება ვნახოთ ? გონივრული , ინტელექტუალური!! აბა დღეს რა პოლიტიკაც გვაქ არ გამდოის არაფერი ხომ ხედავთ?? თორე მეც მინდა შევიჭრე და ავაოტო მტერი , მაგრამ არ გამომდის და სხვა გზა ხომ უნდა ვცადოთ? დიპლომატიური! ასე უფრო ჰუმანირიცაა. / და რაც შეეხება ნატურალიზილებულ სპორცმენებს მარტო ფიგურულ სრიალში არ გვყავს! რომ იცოდეთ, ასე გვყავს ფუტძალში, კალადბურთში, წყალბურთში, ყინულის მოედანი არ გვაქ და საიდან უნდა გავზარდოთ ქართველი მოციგურავე?ამ გოგოს წარმატების მერე შეილება გამოჩნდეს მსურველები და პოპულარი გახდეს უფრო ხალხში ეს სპორტი, ამ გოგომ სხვისი ადგილი კი არ დაიკავა, უბრალოდ ჩვენ არ გვყავს მოციგურავე , ეს არის პრობლემა! ამ გოგოს კიდე დიდი მადლობა და წარმატებებს ვუსურვებ
Vasili
29 იანვარი 2023 11:42
9
ალინა კაბაევაც ხომ არ გადმოვიბიროთ, ტანვარჯიშშიც არ გვაწყენდა ოქრო. )))) რა მართალი უთქვამს ბოსხკამპს....მოკლედ ჩვენი საშველი არ ოქნება რა.
ვაი თქვენს პატრონს
29 იანვარი 2023 07:19
1
ჩვენთვის დიდად სასიხარულო ვერაა, ოღონდ არა იმიტომ, რომ „მაინც რუსია“, ან „სინამდვილეში მხოლოდ ვჭირდებით“, ანდაც „თავის ქვეყანა უარყო, ჩვენს რას გვიზამს“ და ეგეთები, არამედ იმიტომ რომ საქართველოს არაფერი გაუკეთებია, ამ ქვეყნის წვლილი არაა, მოედანიც არ გვაქვს, სხვა პირობებს რომ თავი დავანებოთ, ანუ მოლოდინი, რომ წინ წავა ეს სპორტი ქართველებისთვის – არ არსებობს. კი, ქართველების რაღაც დამსახურებაცაა, ოღონდ რუსული სკოლის მიმართ, ჩვენთვის არაფერი იცვლება, ჰიმნი მოვისმინეთ და ეგაა. „ნასწიას“ კი ყოჩაღ, იშრომა და დაუფასდა, თან ჩრდილოეთშიც დაანახა, რომ მაინც ჩამორჩენილები არიან, თუნდაც საკუთარის დაფასებასა და სათანადოდ მოპყრობაში
nika
28 იანვარი 2023 22:17
14
ლიჟბი რამე მოვიგოთ ძმაუ, რომ ეგო მოვიფხანოთ ხალხს კიდევ ერთი საამაყო მიეცათ, ასეთი გამარჯვებებით რა გიხარიათ ვერ ვხვდები. პლიაჟის ფრენბურთის და ფუტძალის არ იყოს. ან რა გეამაყებათ ან რა მოგწონთ, თქვენ ტაშს ქვის გადაგორებას და დარტსაც დაუკრავთ ოღონდ საქართველო ძმაუუუუუ დაიძახოთ. აი ანასტასია თქვენნაირი გოიმების ჯიბიდან 100 000 ჩაიჯიბავს. და პუტინისთვისაც სიამოვნებით იციგურავებს ცოტახანში.
Semi
28 იანვარი 2023 22:03
24
შენი გაგებით საფრანგეთმა თავის ნაკრებს არ უნდა უგულშემატკივროს ფეხბურთში? მხოლოდ ერთი ფრანგი იყო წარმოშობით, მსოლფიოზე ფინალში. სხვა სპორტშიც ასევეა და თანაც მრავლად, არა მარტო საფრანგეთის შემთხვევაში. ჩვენ დროშას და ქვეყანას ვინც ადიდებს ყველას გაუმარჯოს.
G.LA
29 იანვარი 2023 12:11
0
კაი ბიჭებს და პატრიოტებს შეურაცხყოფას ნუ აყენებ ბრაატ :)
odala
29 იანვარი 2023 10:09
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული