საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა - ანასტასია გუბანოვას ტრიუმფი [VIDEO]

AutoSharing Option
სა­ქარ­თვე­ლომ ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. ფი­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ფი­გუ­რულ ცი­გუ­რა­ო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა ანას­ტა­სია გუ­ბა­ნო­ვამ თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მი­თაც წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა და ორი­ვე პროგ­რა­მის ჯამ­ში 199.91 ქუ­ლით პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

მოკ­ლე პროგ­რა­მის შემ­დეგ გუ­ბა­ნო­ვა ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­ულ ბელ­გი­ელ ლუნა ჰენ­დრიკს 2 ქუ­ლით უს­წრებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჰენ­დრიკს თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა ლა­მის ჩა­უ­ვარ­და, გო­გო­ნა ნახ­ტო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ორ­ჯერ და­ე­ცა და მან მა­ინც მო­ა­ხერ­ხა 193, 48 ქუ­ლით მე­ო­რე ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მე­სა­მე ად­გილ­ზე კი შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კიმი
რე­პონ­დი 192, 51 ქუ­ლით გა­ვი­და.

თა­ვი­სუ­ფა­ლი პროგ­რა­მა­ში ოც­და­ო­თხი სა­უ­კე­თე­სო მო­ცი­გუ­რა­ვე იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

ანას­ტა­სია რუ­სეთ­ში, სა­მა­რის ოლ­ქის ქა­ლაქ ტო­ლი­ატ­ში 2002 წელს და­ი­ბა­და. 2006 წელს გა­და­ვი­და სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, სა­დაც და­ი­წყო ფი­გუ­რულ სრი­ალ­ში ვარ­ჯი­ში. ის 2018 წლამ­დე სწო­რედ სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რობ­და და ვარ­ჯი­შობ­და. 2018/19 წლე­ბის სე­ზო­ნი კი მოს­კოვ­ში, ცსკა-ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც ელე­ნა ბუ­ია­ნო­ვას­თან ემ­ზა­დე­ბო­და. 2019 წლის ზა­ფხუ­ლი­დან ის სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში დაბ­რუნ­და და ვარ­ჯი­ში ევ­გე­ნი რუ­კა­ვი­ცი­ნის ჯგუფ­ში გა­აგ­რძე­ლა. გუ­ბა­ნო­ვა რუ­სე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ოთხჯერ გა­მო­ვი­და, სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი კი მე-6 ად­გი­ლი ჰქონ­და. მან ორ­ჯერ გა­ი­მარ­ჯვა იუ­ნი­ორ­თა გრანპ­რის ეტა­პებ­ზე და მე­ო­რე იყო სე­რი­ის ფი­ნალ­ში.

მან პე­კი­ნის ოლიმ­პი­ა­და­ზე მე-11 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და ათე­ულ­ში შე­სას­ვლე­ლად ძა­ლი­ან ცოტა და­აკ­ლდა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მე-6 იყო. შარ­შან, ანას­ტა­სი­ამ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მე-7 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა.

წყარო: Ambebi

მკითხველის კომენტარები / 90 /
მართლა მიხარია, არა აქვს მნიშვნელობა ქართული გვარის მატარებელია თუ არა, გულით და სულით ვულოცავ, სქართველოს ისტორიაში ჩაეწერება, სიცოცხლით სავსე გოგოა, ბედნიერება მისცეს უფალმა, დალოცვილი იყავი , შვილო!
შალვა
20:24 28-01-2023
4
მაგრად გამიხარდა, მერე რა რომ ეროვნებით რუსია, ჩვენი ქვეყნის სახელით გამოვიდა და საქართველოს ჰიმნი ააჟღერა ისტორიაში პირველად ამ სახეობაში. მადლობა ვუთხრათ ამ გოგოს რომ საქართველოს სახელით გამოდის, არ მგონია ევროპის ნებისმიერ ქვეყანას უარი ეთქვა ასეთი მოციგურავის ნატურალიზებაზე.
ზოლა
00:37 29-01-2023
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული