უკრაინელმა ფიგურულმა მოციგურავეებმა საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილს ხელი არ ჩამოართვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუდაპეშტში გამართული ფიგურული სრიალის იუნიორების გრან პრის ეტაპზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას დუეტმა ოქროს მედალი მოიგო.

ღონისძიების შემდეგ გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე კი ქართული წყვილი უკრაინელ დუეტთან, ვიოლეტა სეროვასა და ივან ხოტბასთან მისალოცად მივიდა, თუმცა მათ მილოცვის მიღებაზე და ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადეს.

უკრაინელებმა აღნიშნულ შეჯიბრებაში მე-2 ადგილი დაიკავეს, მე-3 პოზიცია კი კანადელებმა ირგუნეს, რომლებსაც ხელის ჩამორთმევაზე უარი არ უთქვამთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე ორივე სპორტსმენი რუსეთშია დაბადებული და პაველ სლიუსარენკოს მეთვალყურეობით ვარჯიშობს.

მეტელკინა საქართველოს ღირსებას
2020, ხოლო ბერულავა 2019 წლიდან იცავს.
მკითხველის კომენტარები / 49 /
ყველა მოციგურავე ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობს საწვრთნელი შეკრებიდან და საბავშვო შეჯიბრებიდან. ამ ორ ტიპს ფიგურული სრიალის სამყაროში იცნობენ როგორც რუსეთის წარმომადგენლებს.
ქ. გ.
26 სექტემბერი 2023 12:12
5
რა თქმა უნდა არ ჩამოართმენდნენ, თავმოყვარეობა აქვთ, ჩვენ კი შევეგუეთ რუსების ქართული დროშით გამოსვლას
რრრ
26 სექტემბერი 2023 09:53
13
რუსები აფრიკაშიც რუსები არიანო. ჩვენი დროშა საკმაოდ ბევრგან არის კიევში, ხრეშატიკებზე გინდა თუ სხვაგან. თითქმის ყველა ქართულ რესტორანთან ქართული დროშაა. მაგ ოქროს მედლებმა ჩვენთან დიდი სიხარული გამოიწვიაა?
G.LA
25 სექტემბერი 2023 14:33
22
ამ წკუასუსტებს რას ვერჩით,რომლებსაც მოსწონთ და ყველა ბრუნვაში ლანძღავენ მათ, თავისივე თანამემამულეებს,რომლებსაც შეურაცმყოფად მიაჩნიათ ამ ორი რუსის ქართული პასპორტით ასპარეზობა.სადაც პასპორტი მხოლოდ საშუალებაა უკრაინის ომის ფონზე საერთაშორისო არენაზე გამოსვლისა.თორემ ისინი ისევ იქ,რუსეთში ცხოვრობენ,ვარჯიშობენ და დედა რუსეთის შვილები არიან.აქ მთავარი იმ ნამუსგარეცხილი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობაა,რომლებმაც მოამზადეს და მიიღეს ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება,რომ რუსებმა ქართული ფედერაციების ხარჯზე,ქართულ პასპორტებს ამოფარებულებმა სანქციებს გვერდი აუარონ და მონაწილეობა მიიღონ მათვის აკრძალულ შეჯიბრებებში. კარგი დაიკავეს პირველი ადგილი რუსმა მოციგურეებმა საქათველოს სახელით, გამოფინეს ეროვნული დროშა სასურათედ და დაბრუნდნენ პერმშიიი მერე და.......საქართველოს რაა?? ამით საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარდება თუ ვინმე რუსი ანასტასია მეტელკინა თუ მუ....კინა ეროვნულ დროშას ერთ ადგილზე მოიხვევს ამით საქართველოს იმიჯი და ცნობადობა გაიზრდება მსოფლიოში....პირიქით,მაგარი გოიმობაა.....
შულაია
26 სექტემბერი 2023 15:37
10
რატომ არ ჩამოართვეს ხელი , ეს ცხადია, არა იმიტომ რომ ეს ქართველი წყვილია. არამედ იმიტომ, რომ საქართველოს სახელით მოასპარეზე რუსებად ჩათვალეს.
არტ
26 სექტემბერი 2023 06:46
8
საქართველოს სახელით რუსები რატომ გამოდიან? ვინმე მეტყვის?
zviadi
08 დეკემბერი 2023 09:41
2
პირდაპირ გასაოცარია,ამავე შეჯიბრებაზე მეორე წყვილის პარტნიორი უკრაინელი წარმოშობის სპორტსმენი საქართველოს სახელით გამოვიდა!!!
კოკო
27 სექტემბერი 2023 20:09
0
ეს არ მგონია ისე სპონტანურად გააკეთა ამ უკრაინულმა წყვილმა, ალბათ როგორც უკარნახეს ისეც მოიქცნენ. ეს არის სპორტული ღონისძიება და თუ მაინცდამაინც არ გსურს მათ გვერდით ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მაშინ პროტესტის ნიშნად თავად უნდა ჩამოშორდე ასპარეზობას, მაგრამ ეტყობა ჩემპიონობაზე ფიქრით მოსვენება არ ეძლეოდათ(რასაც ვერ მიაღწიეს კიდეც). თუ ნაკარნახევი არ იყო მართლა, მითხარით მაშინ სეროვა სადაური გვარია, რუსული არ არის? იმ ანდაზის არ იყოს - ,,ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს''. არადა ამ წყვილებს შორის შეიძლება ისეთი მეგობრული დამოკიდებულებაც იყოს, ჩვენ რომ ვერ წარმოგვიდგენია. უბრალოდ საჯაროდ ვერ გაბედეს იმის გაკეთება, რაც აუკრძალეს, ეტყობა.
1
27 სექტემბერი 2023 05:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული