მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა

AutoSharing Option
ტაიბეიში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.

ისინი მოკლე პროგრამის შედეგად დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მათ დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ამერიკულ წყვილებს.

მოკლე პროგრამებით იასპარეზეს ვაჟებმა. კონსტანტინე სუპატაშვილმა 32 ქვეყნის 41 სპორტსმენს შორის 63,99 ქულით ( მე-19 პოზიცია) მოიპოვა და 24 მოციგურავეს შორის თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება. სუპატაშვილი თავისუფალი პროგრამით 2 მარტს გამოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა ინგა გურგენიძე, რომელიც თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაგარი მიღწევაა, იქნებ ოლიმპიადაზეც იგივე გაიმეოროთ ლამაზებო.
1
რა სიამაყეა არა? ყველაზე მაღლა მიფრიალებს ქართული დროშა და მის ქვემოთ იქით-აქეთ ამერიკის დროშა. გაიხარეთ ჩვენი გახარებისათვის.
ჟორა გაბრიჭიძე
19:50 29-02-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული