მსოფლიოს ჩემპიონატი. III დივიზიონი: საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთიც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონში საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტურნირის ფავორიტი ბულგარეთი ანგარიშით 5:3 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან არტიომ კურბატოვი, არტიომ კოზიულინი (2) და ალექსანდრ ვასილჩენკო (2) გამოირჩნენ.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ალექსანდრ ვასილჩენკო დასახელდა.

საქართველოს ნაკრები 2 მოგებით ჯგუფის ლიდერია და მე-2 დივიზიონში გადასვლის კარგი შანსი აქვს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

  • ბულგარეთი - საქართველო. 17 აპრილი, 18:15 საათი
  • საქართველო - ჰონგ-კონგი. 19 აპრილი, 18:15
  • სამხრეთი აფრიკა - საქართველო. 20 აპრილი, 22:00
  • საქართველო - ტაიპეი. 22 აპრილი, 15:00

საქართველოს ნაკრები კეიპტაუნში შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს:

მეკარეები:
1. კახა ამბროლავა, 20. ანდრეი ილიენკო

მცველები: 23. მიხეილ დავითაშვილი, 8. ამირან გეფერიძე, 3. გიორგი ჯეირანაშვილი, 6. არტიომ კურბატოვი, 12 დავით მინასიანი, 18. რევაზ ცომაია

ფორვარდები: 7. ვიტალი დუმბაძე, 21. გრიგორი ფილიმონოვი, 4. ზაზა ღონღაძე, 5. პაატა კავკასიძე, 2. სემიონ ხარიზოვი, 19. არტიომ კოზიულინი, 16. ოლივერ ობოლგოგიანი, 22. დავით ოგანეზიანი, 9. გია ოგანეზიანი, 24. მიხაილ შალუნოვი, 17. ივან შვეცოვი, 25. დიმიტრი სმეტანინი, 13. ალექსანდრე ვასილჩენკო, 15. თემურ ვედიაპინი, 10. ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი

მთავარი მწვრთნელი სვანიძე როლანდ

მწვრთნელის ასისტენტი: ჯეირანაშვილი გოჩა
მკითხველის კომენტარები / 7 /
აუ აი ქართული შემადგენლობა. გვარები მაინც გადაუკეთეთ.
დათო
23 აპრილი 2018 11:22
0
გილოცავთ მთელ გუნდს ამ გამარჯვებას,მაგრამ ნატურალიზებული ფეხბურთელი ნაკრებში არ გვინდა,ეროვნული ნაკრები აღარ იქნებაო.აბა ეს როგორი ეროვნული ნაკრებია 23 ჰოკეისტიდან 14 არაქართველი, ანუ 61 პროცენტი.>ესაა საქართველოს ეროვნული ნაკრები? მასე ფეხბურთშიც თუ 14 კაცი არგენტინელი ,ბრაზილიელი და ესპანელი გვეყოლება და დანარჩენი ქართველები 2 დივიზიონის ბ ჯგუფში კი არა მსოფლიო ჩემპიონათის მეოთხედფინალშიც შეიძლება გავიდეთ.ესენი აწი მოითხოვენ დაფინანსებას და ხალხის ფულების ჭამას.კი მაგრამ რისთვის ან ვისთვის გვინდა ასეთი გუნდები მაყურებელი>ხალხი
mamulo
22 აპრილი 2018 20:09
0
კარგია,შარშან ბულგარელებმა მოგვიგეს.ესე იგი წელს უკეთესი გუნდი გვყავს.ერთი სტანდარტული ყინულის მოედანი აშენდეს როგორმე და რაღაც მინიმალური შედეგები ძალიან მალე წამოვა.
სოსო
19 აპრილი 2018 21:26
0
ეს ტურნირი სად გაიმართა. ერთგან წერია სამხრეთ აფრიკა, მეორეგან ბულგარეთი ...
მამუკა
19 აპრილი 2018 16:31
0
გვარი რა შუაშია.ჯიგრიანი ბიჭები ჩანან.მთავარია შენი ქვეყნისთვის როგორ გაირჯები.ერთი სტანდარტული დარბაზი არ იქნებოდა ურიგო რომ ააშენონ.წარმატებები
კახა ქირია
18 აპრილი 2018 12:06
0
მომილოცავს ეს გამარჯვება !!! ყოჩაღ! ვისაც მილოცვის მაგივრად შემადგენლობის გვარებზე აქვს აქცენტი და არ მოსწონს გვარები, გადახედოს საქართველოს მოსახლეობას და შევახსენებ, რომ საქართველოში ცხოვრობს ძალიან ბვერვი სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი და არანარაი მნუიშვნელობა არა აქვს გვარ და ეროვნებასმ, იმიტომ რომ ყველ არის საქართველოს მოქალაქე და ყველა თანაბარია !!! დროა ყველა მიხვდეს რომ ქვეყანა ყველასიოა ვინც მას უვლის და ვინც მას ასახლებს! კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას ბიჭებო!
ქართველი ადამიანი
18 აპრილი 2018 10:18
0
ეს საქართველოს ნაკრებია თუ კავკასიიის
ტოტტი
18 აპრილი 2018 00:38
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული