ტაივანის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების ჰოკეისტმა საცოლეს ხელი სთხოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატის მე-3 დივიზიონის უკანასკნელ ტურში საქართველოს ყინულის ჰოკეისტთა ეროვნულმა გუნდმა ტაივანი გაანადგურა (11:2), ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მე-2 დივიზიონის საგზური მოიპოვა.

მატჩის დასრულებისთანავე, სანამ საქართველოს ჰიმნი აჟღერდებოდა, რომელიც გამარჯვებულმა გუნდმა ომახიანად იმღერა, თავდამსხმელმა ალექსანდრე ვასილჩენკომ საცოლეს ხელი სთხოვა და რა თქმა უნდა, დადებითი პასუხი მიიღო!

▶ საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა ტაივანი გაანადგურა და II დივიზიონში გადავიდა
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაგარი დაბოლოება ქონდა საქართველოს ნაკრების გამოსვლას სამხრეთ აფრიკაში. ჯერ ჯგუფი მოიგეს ბიჭებმა თავდაუზოგავი ბრძოლით და ბოლოს ეს ხელის თხოვნა ლამაზი დაგვირგვინება იყო ჩვენი ნაკრების შორეული ექსპედიციის. ვუსურვებთ ბედნიერებას და გამრავლებას ალექსანდრე ვასილჩენკოს და მის მშვენიერ მეორე ნახევარს!
ლუკა
02:20 23-04-2018
0
საქართველოს თუ ჰოკეის გუნდი ჰყავდა, არ ვიცოდი.
გიორგი
14:10 23-04-2018
0

სიახლეები პოპულარული