მუსტანგების ოფიციალური გვერდი ასე გამოეხმაურა მის ტრანსფერს:
"მანივაკის მუსტანგების იუნიორთა კლუბი სიამაყით აცხადებს 18 წლის თემურ ვედიაპინის დამატების შესახებ, რომელიც საქართველოდან არის.
თემური გამოდიოდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სამხრეთ აფრიკაში. ის ასევე მონაწილეობას ღებულობდა წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბულგარეთში და გახლდათ ყველაზე ახალგაზრდა წევრი აღნიშნული ტურნირისა. 2015 წელს ის ასევე მონაწილეობდა ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციისა და ფინეთის ჰოკეის გადამზადების ბანაკში."