ჰოკეის კლუბი თბილისის "დინამო" არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიგაში იასპარეზებს

AutoSharing Option
10 აპრილს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, ჰოკეის ქართული კლუბი თბილისის "დინამო" არაბთა გაერთიანებული საემიროების ყინულის ჰოკეის ლიგაში (Emirates Hockey League - EHL) იასპარეზებს, - ამის შესახებ საქართველოს ყინულის ჰოკეის Facebook-გვერდი იუწყება.

"არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხელი მოეწერა კონტრაქტს ახლად შექმნილი ყინულის ჰოკეის გუნდ თბილისის "დინამოს" მონაწილეობაზე არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიგაში (EHL - Emirates Hockey League).

აღნიშნული ლიგა ამიერიდან გარდაიქმნება და მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ყინულის ჰოკეის კლუბები. კონტრაქტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა როლანდ სვანიძემ (ამავდროულად, ეროვნული
ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი), ხოლო საემიროების მხრიდან - ლიგის (EHL) პრეზიდენტმა ვლადიმერ ბუდრუნმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

თბილისის "დინამო" ძირითადად დაკომპლექტებული იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით. კლუბი ლიგას შეურთდება 2019/20 წლების სეზონზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძაან სასიხარულო ამბავია.ჰოკეი ქართულ სულს შეეფერება.წარმატებები.p.s.ერთი5ათასიანი სტანდარტული მოედანი თბილისში ან ბორჯომში ან ბაკურიანში რა გახდა,ფიგურისტებიც მოემზადებიან და ჰოკეისტებიც
კახა ქირია
04:57 12-04-2019
0
კაი ამბავია. წარმატებები!
ბათუმი
16:15 11-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული