საქართველოს ჰოკეის ნაკრები ისრაელთან დამარცხდა, მაგრამ ტურნირზე ამოცანა შეასრულა

AutoSharing Option
27 აპრილს, საქართველოს ჰოკეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის B ჯგუფში უკანასკნელ მატჩში ისრაელთან 3:7 დამარცხდა, თუმცა მე-4 ადგილზე გავიდა და ამ დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მექსიკის ქალაქ სანტა ფეში ჩატარებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მექსიკას (3:2) და ისლანდიას (6:3) მოუგო, ხოლო ჩრდილოეთ კორეასთან (4:9), ახალ ზელანდიასთან (2:6) და ისრაელთან წააგო.

ჯგუფში პირველ ადგილზე ისრაელი გავიდა, რომელმაც ხუთივე შეხვედრაში იმარჯვა და A დივიოზიონში გადავიდა, ქვედა ლიგაში კი ჩრდილოეთ კორეა დაქვეითდა.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ბავშვობაში სულ ჰოკეის ვთამაშობდით ეზოში. ამჟამად საქართველოს ჰოკეის ჩემპიონატის ყველა თამაშს სპორტის სასახლეში ვესწრებით. აბონემენტებიც შევიძინეთ. მალე კანადას დავამარცხებთ. ჰოკეი ჩვენი თამაშია.
ცნობილი ჰოკეისტი ვახუშტი უჯმაჯურიდძე
13:02 29-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული