ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიაჩესლავ ფეტისოვი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მსოფლიოს მთავარი ჰოკეისტი უწოდა.
"როგორი რაინდი იყო... მკერდით აპობდა კონტინენტებს, შემხვედრ კუნძულებს ძალოვანი ილეთით მიათრევდა. და უკანალის მლოკველი გახდა.
მე უფრო ახალგაზრდა ვარ, რა იცი რა მელის - იმედია, ასეთ დონემდე არ მივალ. უბრალოდ თქვენ არ გესმით. ეს ფეტისოვია...
დაბერდა. ვერ გამიგია, რა არ ჰყოფნის; და სად არის დიდების დარბაზი (სლავის?), რომლისკენაც ის კიდევ მიისწრაფვის", - დაწერა უტკინმა თავის "ტელეგრამ-არხზე".
დაბერდა. ვერ გამიგია, რა არ ჰყოფნის; და სად არის დიდების დარბაზი (სლავის?), რომლისკენაც ის კიდევ მიისწრაფვის", - დაწერა უტკინმა თავის "ტელეგრამ-არხზე".