
კვიპროსის ქალაქ ლარნაკაში კარატეში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 2 ქართველი სპორტსმენი ჩემპიონი გახდა.
უტა ფონიავამ -61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალურ შეხვედრაში პოლონელი მეტოქე დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
მეორე ოქროს მედალი კი -67 კილოგრამ კატეგორიაში იკა სულამანიძემ მოიგო, რომელმაც ფინალში ესტონელი მოწინააღმდეგის ბარიერი წარმატებით გადალახა.
წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი