ბაზელში, IHF ოფისში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ერთა ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ბულგარეთი, ირლანდია, აშშ, მალტა და ნიგერია ეყოლება.
ტურნირი 8-16 ივნისს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
A ჯგუფში მოხვდნენ ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი. ჯგუფებიდან ორ-ორი საუკეთესო გუნდი ბრძოლას ნახევარფინალებში გააგრძელებს, დანარჩენები მე-5-8 და მე-9-12 ადგილებისთვის ითამაშებენ.
ტურნირის მონაწილე 6 ევროპული გუნდიდან საუკეთესო შედეგის მქონე მიიღებს
ევრო 2022-ის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის, პლეი-ოფის საგზურს.IHF ერთა ჩემპიონატი მესამედ ტარდება. წინა ორი გათამაშება, 2015 წელს კოსოვოში
ხელბურთი. IHF ერთა ჩემპიონატი/ევრო 2022 შესარჩევი
8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე
A ჯგუფი: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბრიტანეთი, კუბა, კოლუმბია, ინდოეთი
B ჯგუფი: ბულგარეთი, საქართველო, ირლანდია, აშშ, მალტა, ნიგერია
ჯგუფური ეტაპი: 8, 9, 10, 12, 13 ივნისი.
8 ივნისი: საქართველო-ნიგერია
9 ივნისი: საქართველო-აშშ
10 ივნისი: საქართველო-ირლანდია
12 ივნისი: საქართველო-მალტა
13 ივნისი: საქართველო-ბულგარეთი
1-4, 5-8 და 9-12 ადგილებისთვის 2-2 გუნდი გააგრძელებს ბრძოლას.
ნახევარფინალი: 15 ივნისი, ფინალი: 16 ივნისი
საუკეთესო ევროპული გუნდი მიიღებს ევრო 2022-ის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის,
პლეი-ოფის საგზურს. პლეი-ოფი 2020 წლის აპრილში გაიმართება. გამარჯვებულები მთავარ შესარჩევ რაუნდში გავლენ.