16 ივნისი, თბილისის სპორტის სასახლე. 2 000 მაყურებელი
საქართველო - კუბა 31-21
საქ: თევზაძე 18/36, ცინცაძე 1/3 - ცხოვრებაძე 11/8, რუსტამოვი 7/6, არსენაშვილი 7/6, ჩიქოვანი 4/3 (7 პასი), დიხამინჯია 3/3, გოგოლაძე 2/2, კბილაშვილი 3/1, ორჯონიკიძე 2/1, კალანდაძე 1/1, მიქავა, მერკვილაძე, იმნაძე
კუბ: სუარესი 6/36, მარტინესი 0/1 - ტოლედანო 5, ტაბოადა 5, როდრიგესი 4, გარსია 3, ხესუსი 2, ლაფორტანი 1, ვალიენტე 1, კორდიესი, ალმეიდა, ფაუსტო, ბასულტო,
მსაჯები: ბირო, კიში(უნგ)
სამდივნო: ნაჩევსკი (მკდ) - რაიზინგერი (ავს), ფულეოვა (ტუნ) - იაშვილი, წივწივაძე (საქ)
თამაში იმით დაიწყო, რომ კუბელებმა პერსონალურად, მოედნის ცენტრში აიყვანეს ირაკლი ჩიქოვანი. ჩვენი მწვრთნელების პასუხი მომენტალური იყო - მათ მოხსნეს ხაზის მოთამაშსე, არსენაშვილი და გამთამაშებლად დაამატეს კბილაშვილი. ამგვარად, ჩვენი შეტევისას თამაში ხუთი-ხუთზე მიდიოდა, რის შემდეგაც კუბელთა დაცვის ფრთები მოშიშვლებული იყო. ამით ისარგებლეს გოგოლაძემ (2 გოლი) და რუსტამოვმა, რომელმაც 4 დარტყმიდან 3 გოლი გაუტანა კუბელთა მეკარე სუარესს. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მესამე - ჩვენმა მარცხენა გარემარბმა ინდივიდუალურად მოატყუა მეურვე, მეკარეს ბურთი დაუბზრიალა და სამი ბურთით დავწინაურდით - 9-6.
ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად იდგა და შოთა თევზაძეს თამაშს უადვილებდა, მაგრამ ზუსტად აქ კრიზისი დაგვეწყო და კუბამ ზედიზედ ოთხჯერ გაგვიტანა - 9-10. თამაში თავის თავზე აიღო გიორგი ცხოვრებაძემ - მან ორი ინდივიდუალური გარღვევით დაგვაწინაურა, შემდეგ კი ძალიან კარგად შემოვიდა გიორგი „არველოდი“ დიხამინჯია - გოლი, მოპოვებული ორწუთიანი და შვიდმეტრიანი.
პირველ ტაიმში ბოლო სიტყვა ჩიქოვანმა თქვა - ის შეტევაში მხოლოდ რიცხობრივი მეტობის ან სწრაფი გადატანის დროს მონაწილეობდა, ერთი გოლი თავად გატანა, ბოლო წამებზე კი კბილაშვილს გაატანინა 6 მეტრიდან - 14-10.
მეორე ნახევარი ჩიქოვანმა მარცხენა ინსაიდად დაიწყო. მის მეურვეობაზე კუბელებმა უარი თქვეს. მაქსიმოვიჩი დროდადრო თამამად ენდობოდა 17 წლის კალანდაძესაც, ორჯონიკიძეს კი ძირითადად დაცვაში უწევდა თამაში. დიხამინჯიამ, არსენაშვილმა და ჩიქოვანმა სხვაობა გაზარდეს - 17-11. თევზაძემ ორი შვიდმეტრიანი მოიგერია, რუსტამოვმა ზედიზედ ორჯერ გაიტანა, ცხოვრებაძემ კი ორჯერ გააძევებინა მეტოქე - 19-12.
მაგრამ ორჯერ წავიდა ორწუთიანში დიხამინჯია. კუბამ სხვაობა შეამცირა და მეტსაც იზამდა, ორჯერ ცარიელ კარში რომ არ აეცილებინა, თევზაძეს კი პირისპირ გასული მეტოქისთვის არ ეჯობნა. 20-15 - ეს ანგარიში კარგახანს, 45-ე წუთამდე ენთო ტაბლოზე, სანამ ჩიქოვანმა სწრაფ გარღვევაში არ გაუშვა რუსტამოვი, შემდეგ კი ორჯერ ცხოვრებაძე გაიქცა - 23-16.
52-ე წუთზე კალანდაძემ მეორედ მიაწოდა საგოლე პასი არსენაშვილს - სხვაობა 8 ბურთი გახდა, 25-17. ამით ყველაფერი გაირკვა, საბოლოოდ 31-21, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 36 დარტყმიდან 18 მოგერიებით შოთა თევზაძე გახდა.
ტურნირის საუკეთესო მარცხენა ინსაიდი გახდა თეიმურაზ ორჯონიკიძე, ხოლო გიორგი ცხოვრებაძემ ორი ინდივიდუალური ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო მარჯვენა შუამარბისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშის.
რაც შეეხება ევრო 2022-ის კვალიფიკაციას, პლეი-ოფში პირველი შესარჩევი რაუნდიდან გავიდნენ ლუექსემბურგი და კვიპროსი, მათ კი დაემატა საქართველო. ეს სამი გუნდი წილისყრით დაუწყვილდება ევრო 2022-ის მთავარ საკვალიფიკაციო რაუნდში უარესი შედეგის მქონე სამ გუნდს. საკვალიფიკაციო ტურნირი დღეს დასრულდა, ამ სამეულის ვინაობაც გაირკვა: ესტონეთი, ფინეთი და სლოვაკეთი. პლეი-ოფი გაიმართება 2020 წლის აპრილში, სამი გამარჯვებული კი მიიღებს ევრო 2022-ის მთავარი შესარჩევი რაუნდის საგზურს.
იქამდე, 2019 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ნაკრები მოფლიოს 2021 წლის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.
ტურნირის "ოლ-სტარი". GK მაგნოლ სუარესი, კუბა - LW ჰუან პეიძი, ჩინეთი LB თეიმურაზ ორჯონიკიძე, საქართველო - CB კრისტიან ვასილევი, ბულგარეთი - RB გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო - RW სვეტლინ დიმიტროვი, ბულგარეთი - P ედუარდო ვალიენტე, კუბა - MVP გიორგი ცხოვრებაძე, საქართველო
ხელბურთი. IHF ერთა მსოფლიო ჩემპიონატი
8-16 ივნისი, 2019 - თბილისის სპორტის სასახლე
16 ივნისი, ფინალი
11-12 ირლანდია - მალტა 39-18
9-10 ინდოეთი - აზერბაიჯანი 46-28
7-8 ნიგერია - კოლუმბია 33-31
5-6 აშშ - ჩინეთი 35-27
3-4 ბულგარეთი - ბრიტანეთი 47-31
1-2 საქართველო - კუბა 31-21
საქართველოს ნაკრები
GK: 22. შოთა თევზაძე (1981, 200 სმ, ფოჩანი, რუმ), 12. ზურაბ ცინცაძე (1996, 185, იმედი-სტუ თელავი) - 16. გიგა ტორონჯაძე (1989, 190, BSB ბათუმი)
LW: 7. ხაზეინ რუსტამოვი (1998, 178, ქუთაისი), 2. ჯემალ იმნაძე (2001, 184, ქუთაისი)
LB: 8. ირაკლი ჩიქოვანი (1989, 198, კონსტანცა, რუმ) 14. თეიმურაზ ორჯონიკიძე (1996, 198, ფერენცვაროში, უნგ) - 17. დავით ყორიაული (1998, 199, იმედი-სტუ თელავი)
CB: 10. ირაკლი კბილაშვილი (1998, 188, ოდესა, უკრ), 5. ნიკოლოზ კალანდაძე (2002, 197, პეგასი)
RB: 11. გიორგი ცხოვრებაძე (2001, 193, მონპელიე, საფ) 31. გიორგი დიხამინჯია (1997, 189, სტრუგა, მკდ)
RW: 24. ირაკლი გოგოლაძე (1996, 177, BSB ბათუმი), 19. გიორგი მერკვილაძე (1998, 183, ქუთაისი) - 23. რევაზ ჭანტურია (1982, 177, სტრუგა, მკდ),
P : 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, 2000), 9. გიორგი მიქავა (1998, 196, იმედი-სტუ თელავი)
მთავარი მწვრთნელი: ნიკოლა მაქსიმოვიჩი (1978, სერბეთი), მწვრთნელი: ბექა ორჯონიკიძე (1972) ექიმი ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)
მომზადებულია საქართველოს ხელბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით